Показаны сообщения с ярлыком ფიქრები გადატანილი ქაღალდზე. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ფიქრები გადატანილი ქაღალდზე. Показать все сообщения

вторник, 1 марта 2016 г.

ეტლით მოსარგებლის წერილი ქალაქს

ავტორი: დიანა ჯაშიაშვილი

ბევრჯერ მიოცნებია, თავისუფლად მესეირნა ჩემს ქალაქში, რომელიც ძალიან მიყვარს და მათბობს. მის ქუჩებში სიარული მუდამ იმ პერიოდს მახსენებს, როცა ეტლით სარგებლობა არ მჭირდებოდა. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ყოფილიყო თუნდაც რამოდენიმე ადაპტირებული ტრანსპორტი, რათა თავისუფლად შემძლებოდა ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე გადასვლა; ყოფილიყო კაფე-ბარები, სადაც შესვლა დამოუკიდებლად შემეძლებოდა.

четверг, 30 июля 2015 г.

მელოდია

იტლიურ ეზოში ვცხოვრობ. ვხედავ ჩემს კარის მეზობელს ლედ ზეპელინი აქვს ჩართული, გამწარებული ცეკავს, გრძელი თმა გაიშალა, რაც ძალი და ღონე აქვს თავს აქნევს, თმებს აფრიალებს, ალბათ მამამისი დაითანხმა და საბანკეტოდ რვაას ლარიანი კაბა იყიდა, რომელზეც აღვთოვანებული მიყვებოდა გუშინ. ჩემი დაბლითა მეზობლები ხარხარებენ რაღაცაზე, მათ სიცილზე მეც მეცინება, ისე გემლიერად კისკისებენ.

понедельник, 29 июня 2015 г.

ჩემი ეგო გამარჯვებას იზეიმებს.

26 წლის ვარ, საუკუნის მეოთხედი გავლიე, მალე ის დროც დადგება (სადღაც ოთხ წელში), როდესაც ჩემი ასაკის კითხვისას ვუპასუხებ: ,, მანდილოსნებს ასაკს არ ეკითხებიანო"... ამის მიუხედავად ერთ რამეს ვერაფრით ვერ შევეგუე-საშინელი პროტესტის გრძნობა მიჩნდება, როდესაც ჩემი თანდასწრებით ჩემზე მესამე პირში ლაპარაკობენ და ჩემს ,,მძღოლს" (ანუ იმას ვინც ჩემს ეტლს ატარებს) ეკითხებიან: რა მინდა, რას შევჭამ,, რა მიყვარს, რა არ მომწონს და ა. შ. ჩემი მეორე მე მეუბნება, რომ ამასაც უნდა შევეგუო, მარა ჯერჯერობით ვეურჩები, არ ვუთმობ, თუმცა ამ კინკლაობას ისეთი სუნი ასდის, რომ ფარხმალს მალე დავყრი და ჩემი ეგო გამარჯვებას იზეიმებს.

понедельник, 15 июня 2015 г.

გამჭვირვალე კედელი.

პატარას ეგონა რომ სანამ გაიზრდებოდა და სხვა ბავშვებივით აიდგამდა ფეხს, ფიქრით არ ფიქრობდა ამაზე, უბრალოდ ასე ხედავდა და ერთი სული ქონდა მალე გაზრდილიყო, მალე, მალე, მალე... მის გარშემო ყოველდღე ახალ ნაბიჯებს დგამდნენ მეზობელი ბავშვები ბაღებში, სადარბაზოებში, გზებზე...

четверг, 11 июня 2015 г.

პანდუსით შენიღბული ავტორიზაცია და განათლების შეზღუდული უფლება

პანდუსით შენიღბული ავტორიზაცია და განათლების შეზღუდული უფლება“დამსაქმებელს ნაკლებად აინტერესებს შშმ პირების დასაქმება იმიტომ, რომ სადაც არ უნდა გააგზავნო CV, ყველგან უმაღლეს განათლებას ითხოვენ. ჩვენ კი უმაღლეს განათლებას ვერ ვიღებთ იმიტომ, რომ უნივერსიტეტამდე მისასვლელი გზის გავლა ჩვენთვის შეუძლებელია. ესეც რომ არ იყოს, თვითონ უნივერსიტეტიც არ არის ადაპტირებული ჩვენთვის.

среда, 20 мая 2015 г.

ეკა უმეკაშვილის წერილი

5 თვე  “ანიკაში”

ცხოვრება ბრძოლაა, მუდმივი ჭიდილი სირთულეებთან. სწორედ ამაშია მისი ფარული ხიბლი. რაც უფრო მეტად ვეჯახები პრობლემას, თითქოს აზარტში შევდივარ, უფრო ჯიუტად მივიწევ წინ. მინდა სირთულეების უზარმაზარი კედლისგან მხოლოდ ნამსხვრევები დავტოვო, რადგან ვიცი, მის იქით მიზანია. მიზანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება უნდა შეცვალოს.

среда, 8 апреля 2015 г.

ქართული ტრადიციული ოჯახები – ილუზია და რეალობა

მე J

ძალიან დიდი ხანია მინდა დავწერო ჩემი ცხოვრებიდან ის მომენტები, რომლის წაკითხვაც გარკვეულ ადამიანებს დააფიქრებს საკუთარ საქციელზე და თუნდაც მცირე გავლენას მოახდნს საშინელების ჩადენის თავიდან ასაცილებლად.

пятница, 20 марта 2015 г.

რატომ არ აქვს საზოგადოებას ინფორმაცია

შეზღუდულობის მქონე ადამიანებზე.
მარტივი ჭეშმარიტებაა ის, რომ სტერეოტიპების ჩამოყალიბებასა და გავრცელებაში დიდი წილი მკთხველის თუ მნახველის არასათანადოდ ინფორმირებულობაზე მოდის. რატომ უნდა გავეცნო ისეთ მასალას, რომელთა სათაურებიც იმთავითვე მთრგუნავს და მაშინებს.
ამიტომ მორალურ პასუხისმგებლობას დღეს არ წაკითხვითა და არ ნახვით მივაყუჩებ.

მე ვარ ქალი

მე ვარ ქალი, რომელის ცხოვრებაშიც განათლებამ უდიდესი როლი შეასრულა, სწორედ განათლებული ქალი გავხდი, რეალიზებული და დამოუკიდებელი. წარჩინებით დავამთავრე ქ. ტყიბულის #4 საშუალო სკოლა. 16 წლამდე ჯერ კიდევ ბავშვმა ვიცოდირას ვაკეთებდი, მაგრამ დადგა დრო, როდესაც ბავშვობა უნდა დამეტოვებინა და ცხოვრებასთან ბრძოლა მესწავლა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ეგრეთწოდებული "ინვალიდი"  საზოგადოების მიერ  დაბლოკილი იყო, როგორც უმწეო და საზოგადოებისთვის გამოუყენებელი ... მიზნად დავისახე ეს ცრურწმენა და სტერეოტიპული აზროვნება დამემარცხებინა ჯერ საკუთარ თავში და შემდეგ საზოგადოებაში.

вторник, 17 марта 2015 г.

გარეთ რომ გავდივარ, ქუჩაში რა პრობლემას ვაწყდები?

მაკა ნათელაურიყველა პრობლემა რომ ჩამოგითვალოთ, ალბათ, ერთი დღე არ მეყოფა, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ორი ძირითადი პრობლემა არსებობს და ეს ორი პრობლემა ჰქმნის სხვა დანარჩენებს: არადაპტირებული გარემო და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები. პირადად მე მეორე უფრო მაღიზიანებს, ვიდრე პირველი და ვფიქრობ,

пятница, 6 марта 2015 г.

დიკ.

საოცარ ენერგიას გრძნობ როცა სავარძლიდან გადმოდიხარ აღარ ხარ შებოჭილი და დაბმული, თითქოს ისევ შეგიძლია სიარული და უბრალოდ ზიხარ ისვენებ ახლა უცებ წამოდგები და გაივლი . აქ ბავშვობაში ბევრს დავრბოდი და მიხაროდა გაზაფხულის თითოეული ენძელა, მიწას ვეხები და სიცოცხლის ძალას ვგრძნობ სამყაროს სურნელი ჩავისუნთქე არ მეგონა თუ ოდესმე ასე ძალიან შემიყვარდებოდა ჩემი ჯოჯოხეთი მან ხომ ამდენი რამის დანახვა და შეგრძნება მასწავლა და მერე რა რომ მიწას ფეხს ვერ ვადგამ მე ვოცნებობ ისე ტკბილად რომ უფრო მეტის შეგრძნება შემიძლია.

пятница, 27 февраля 2015 г.

როცა შენ არ ჰგავხარ სხვებს

ფიზიკური პრობლემების მქონე მრავალ ადამიანს რცხვენია გარეთ გამოსვლის მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ისეთები არ არიან, როგორც სხვა ადამიანები. შესაძლოა ისინი სხვანაირად დადიან, ლაპარაკობენ ან სხვანაირად გამოიყურებიან, ვიდრე დანარჩენები.

пятница, 20 февраля 2015 г.

გარიყულობა. როგორ არ უნდა იყო გარიყული

ავტორი: დიანა ჯიშიაშვილი
ყოველ ადამიანში არსებობს ისეთი განცდა, როგორიც არის გარიყულობა. ჩვენ ვრიყავთ ვიღაცას ან ვიღაც გვრიყავს ჩვენ. თითქმის ყოველთვის ადამიანები უარყოფენ ერთმანეთს ძალდატანებით. მხედველობაში მაქვს წყენა, საკუთარ თავში ჩაკეტვა, გაქცევა სხვებისგან და გულჩათხრობილობა.

პატარა მიმართვა მეგობრებს

ავტორი: მაკა ნათელაური 
მინდა რამდენიმე დღის წინალდელ მომხდარ ამბავს გამოვეხაურო (ვგულისხმობ პაატა ბურჭულაძის იუბილეზე მომხდარ ინციდენტს.) კარგად მესმის იქ მყოფი შშმ პირების გაბრაზების მიზეზი, ჩემთვის უკიდურესად ნაცნობი და ახლობელი თემაა არაადაპტირებული გარემო. სადაც კი მივდივარ, ყველგან კიბეები მხვდება, რის გამოც ხანდახან ისე ,,ვიგრუზები” ხოლმე, ვფიქრობ, კაი ხანი გარეთ გამომსველი აღარ ვარ მეთქი, ნერვებს მიშლის კიბეები, ტროტუარზე შეყენებული მანქანები, ჯიპებით ჩაკეტილი პანდუსები…

понедельник, 2 февраля 2015 г.

ერთი გოგონას დღიური – მზესუმზირა

ავტორი: მაკა ნათელაური
,,ჩემი ცოლის დაქალების” მორიგ სერიას ვუყურე, სიამოვნება მივიღე და ახლა დავჯექი ბლოგის დასაწერად… რამდენიხანია მინდა დავწერო ეს ბლოგი, მაგრამ ვერ მოვიცალე. ფიზიკურად კი მაქვს დრო, ჭადრაკსაც არ ვღალატობ და დღეში 2-3 ხელს ვთამაშობ, ფეისბუქშიც მწვანედ ვანთივარ და ათას საჭირო-არასაჭირო პოსტს ვკითხულობ, ფილმებსაც ვვნახულობ…





ერთი გოგონას დღიური – კვერცხი თუ ქათამი

ავტორი : მაკა ნათელაური 
გარეთწვიმს, შიშველი ხეები სველდებიან, ცივა, ქუჩაში ყველა მობუზული დადის.. სახლშიც უსაშველო მოწყენილობა სუფევს, სახლშიც და სულშიც… ვზივარ ფანჯარასთან და ჩემთვის ფიქრებში ვბოდიალობ. ,,ახლა ეტლში რომ არ იჯდე, ასეთ უამინდომაში სად წახვიდოდი”? მეკითხება ჩემი მეორე მე. ,,რატო რა, რომ დავდიოდერომელიმე კაფეში დავჯდებოდი, სადაც მშვიდი გარემოა, ისმის ნაზი მუსიკა და რომელიმე რომანს წავიკითხავდი ან რამეს დავწერდი ამ მშვიდ გარემოში,

საავადმყოფო როგორც მაღაზია

ავტორი: დიანა ჯიშიაშვილი ნაცნობი გარემოა… აქ თავს არც ისე ცუდად ვგრძნობ. არაფერი არ არის უცხო ისევე, როგორც საკუთარ სახლში. აქ საკმაოდ თბილა, მაგრამ სახე და ხელები მეყინება. კედლები ყოველთვის ცივია საავადმყოფოში, – შეღებილი ცივ ფერებში, – მაგრამ ეს უკვე ჩემთვის საავადმყოფო არ არის. მაღაზიას ჰგავს, სადაც ჯანმთელობის საყიდლად მოვედი, ან თამაშს,

ერთი გოგონას დღიური – ზამთრის ცივ-თბილი დღე

ავტორი : მაკა ნათელაური 
გუშინ დადებითი დღე მქონდა, რომელიც, ალბათ, ჩემს მეხსიერებაში დიდხანს ჩარჩება… სცენარის წერის კურსი განმიახლდა; საახალწლო დასვენების შემდეგ ენერგიით დატვირთულმა განვაგრძე სწავლა, ამ ფაქტმაც გამილამაზა და სხვაგვარი ეშხი შესძინა ზამთრის ცივ დღეს. საღამოს კი, მომენტი ვიხელთეთ და რაკიღა ჩვენი სახლის კიბეები აღარ გვქონდა გადასალახი, თეატრში წავედით.

вторник, 6 января 2015 г.

ღმერთი სიყვარულისა

  ბალზაკის ასაკს ისე მივაღწიე, თავბრუდამხვევი და თავდავიწყებული სიყვარული არ მწვევია. მიზეზი ჩემშია. ჩემს კარს მომდგარ გრძნობას, ყოველთვის გამოკეტილი დარაბები ხვდებოდა. დარაბები კი გამოკეტილი იყო, მაგრამ შიგნით მუდამ ვიღაც არსებობდა და სუნთქავდა. კარზე დადებული ცხრაკლიტული კი ადამიანთა უმეტესობას აშინებდა და ცხოვრების გასაიოლებლად ისეთ გზებს ეძებენ სადაც ყველაფერი ადვილი და იოლია.

წარმატებული ქალი

ივეტა წითაშვილი

როგორც ამბობენ, ,,საბოლოოდ დარწმუნებულები მიწაში წვანან“და რადგან მე ცოცხალი ვარ, ჩემ ფიქრებსა და დამოკიდებულებებში ცდომილებები მრავლად არის. ჰოდა, წაკითხულით  ტკბობა თუ ვერ განიცადეთ, გაიღიმეთ და დახურეთ ბლოგი.