четверг, 30 июля 2015 г.

მელოდია

იტლიურ ეზოში ვცხოვრობ. ვხედავ ჩემს კარის მეზობელს ლედ ზეპელინი აქვს ჩართული, გამწარებული ცეკავს, გრძელი თმა გაიშალა, რაც ძალი და ღონე აქვს თავს აქნევს, თმებს აფრიალებს, ალბათ მამამისი დაითანხმა და საბანკეტოდ რვაას ლარიანი კაბა იყიდა, რომელზეც აღვთოვანებული მიყვებოდა გუშინ. ჩემი დაბლითა მეზობლები ხარხარებენ რაღაცაზე, მათ სიცილზე მეც მეცინება, ისე გემლიერად კისკისებენ.
ქუჩაში ხალხი ადის-ჩადის, ზოგი მომღიმარი, ზოგი მოღუშული, ბავშვები სირბილით ჩარბიან ვერის დაღმართს. მე ჩემს პაწაწინა აივანზე ვზივარ და ვტკბები… ვუყურებ ამ ყველაფერს, მესმის ჩემი ქალაქის სუნთქვა, ჩემი მეზობლების მხიარულება, ლედ ზეპელინსაც ყურს ვუგდებ, მაგრამ… მაგრამ მე სულ სხვაგან ვარ, აქედან ძალიან შორს. სადღაც ნახევრადბნელ ოთახში და მუსიკას ვუსმენ, ნაზს, მშვიდს. ვუსმენ და ვინაბები, სიამოვნებისაგან სუნთქვაც მეკვრება. არც ცეკვა მინდა და არც რაიმე ზედმეტი მოძრაობის გაკეთება, მინდა მხოლოდ ვუსმინო და ყოველი ჰანგით დავტკბე. ხარბად ვუსმენ, ყოველ წამს ვებღაუჭები, ვინაიდან ვშიშობ, რომ ფირფიტა მალე გათავდება და ბნელ ოთახში ისევ სამარისებული სიჩუმე ჩამოწვება. ახ, ნეტავ შემეძლოს… შემეძლოს ავდგე და ჩემი ქოხის ფანჯარა გავაღო, ეს ჩემი მელოდიის ჰანგები მთელ მიდამოს მოვფინო, რომ სხვებმაც ნახონ, გაიგონ რა მშვენიერია ცხოვრება ყველა ტკივილის მიუხედავად. ტკივილიო? არა, ტკივილი აღარსად იქნებოდა, გაქრებოდა, აოთქლდებოდა, მას ეს მელოდია გააქრობდა. მაგრამ ეხლა რაღა დროს კლასიკაა, რაღადროს სმენით დატყბობაა, ხალხს ცეკვა უნდა, მგრძნებარე ცეკვა, როკვა… საქმეც სწორე ესაა, მათ არ სწადიათ ეს ჯადოსნური მელოდია მოისმინონ, თორე შეძლებით ყველას შეუძლიათ. ყველამ რომ ამ უტკბესს მელოდიას მიაყურადონ, ადამიანები ბოროტ საქმეებისთვის ვეღარ მოიცლიან, მათ უბრალოდ დაეკარგებათ სურვილი ბოროტება ჩაიდინონ და დედამიწაზე სამოთხე ჩამოვა, აი ის სამთხე, სადღაც ზეცაში რომ გვგონია, რომლისკენაც ვილტვით მთელი ჩვენი ცხოვრება. ეს მელოდია ცეცხლივითაა, რომელიც გათბობს, მაგრამ არ გწვავს, მთელ ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი გივლის. ჰოდა ვცდილობ რაც შეიძლება მეტ ხანს შევინახო ეს ცეცხლი… ახ, რომ შემეძლოს ჩემი ქოხის ფანჯრები გავაღო… რომ შემეძლოს ყველას სიყვარული დავანახო

მაკა ნათელაური

Комментариев нет:

Отправить комментарий