ისტორია



ბრიტანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია OXFAM–ის ბაზაზე 1997 წელს სამხრეთკავკასიაში ჩატარებული კვლევების საფუძველზე მომზადდა დასკვნა: ზოგადად კავკასიაში და შესაბამისად საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ორგანიზაციები საკმაოდ კარგად მუშაობენ, მაგრამ  სრუქტურულადაც და აქტუალურ საკითხთა ხედვითაც  გენდერულ  დისბალანს განიცდიდნენ. ქალები არ სჩანდნენ არა თუ ლიდერთა ან ადმინიტრაციის თანამშრომლებს შორის, არამედ  აქტიურ წევრთა შორისაც  კი.

შემუშავდა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა: სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში შექმნილიყო ორგანიზაციები, რომელთა ხელმძღვანელები ფიზიკური შეზღუდულობის მქონე ქალები იქნებოდნენ. და ამ ორგანიზაციების საქმიანობა დაკავშირებული იქნებოდა როგორც ფიზიკური შეზღუდულობის ქალთა უფლებების და ინტერსების დაცვასთან, ახალი ლიდერი ქალების გამოვლენასთან ასევე ზოგადად ფიზიკური შეზღუდულობის მქონე ქალთა მოძრაობის განვითარებასთან – გენდერული ბალანსის ხელშეწყობასთან. 

 



სურათზე
დამფუძნებლები მარცხნიდან:
მანანა გალუაშვილი (საქართველო) და 
ანნა – ჟაკლინ კრისტი (დიდი ბრიტანეთი)


Комментариев нет:

Отправить комментарий