ავტორი: დიანა ჯაშიაშვილი
ბევრჯერ მიოცნებია, თავისუფლად მესეირნა ჩემს ქალაქში, რომელიც ძალიან
მიყვარს და მათბობს. მის ქუჩებში სიარული მუდამ იმ პერიოდს მახსენებს, როცა
ეტლით სარგებლობა არ მჭირდებოდა. ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ყოფილიყო თუნდაც
რამოდენიმე ადაპტირებული ტრანსპორტი, რათა თავისუფლად შემძლებოდა ერთი
ქუჩიდან მეორე ქუჩაზე გადასვლა; ყოფილიყო კაფე-ბარები, სადაც შესვლა
დამოუკიდებლად შემეძლებოდა.

