სტრატეგია და ღონისძიებები

სტრატეგიის უპირველეს ნაწილს წარმოადგენს - საკუთარი წესდებით განსაზღრული პირობა - ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის ხედვებს და მიდგომებს, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ ფიზიკური შეზღუდულობის მქონე ქალები.

პრიორიტეტულად ფიზიკური შეზღუდულობის მქონე ქალთა უფლებების დაცვა, ლობირებათანამშრომლობა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი პროექტების განხორციელება.

სიქსა მოიცავს საქართველოს რეგიონებს და ეროვნულ დონეზე, ფიზიკური შეზღუდულობის მქონე ქალთა რეალური მდგომარეობის მონიტორინგის საფუძველზე ახდენს პრობლემათა სპექტრის გამოვლენა - სისტემატიზირებას, პრიორიტეტების განსაზღვრას და მოქნილი სამოქმედო გეგმის შემუშავებას. 
ლიდერობის უნარების მქონე, შშმ ახალგაზრდა ქალთაშორის ახალი სახეების გამოვლენა;
ქალთა ლიდერობით ახალი ა/ო-ს შექმნა განვითარების ხელშეწყობა;
ტრენინგები, სემინარები, კონფერენციები;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების ტრენერების, ექსპერტების მომზადება;  
საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება შშმ პირთა საკითხებში  მასმედიის ყველა სახეობის ჩართულობით: ტელევიზია, რადიო, ბეჭდური მედია, ... 
შშმ პირთა საკითხების კორექტული გაშუქების პროფესიონალების მომზადება;
  P.R. კომპანიები ფიზიკური შეზღუდულობის მქონე ქალთა უშუალო ჩართულობით.  
შემოქმედებითი რეაბილიტაცია: სასწავლო სტუდიები, გამოფენები, გამოფენა – გაყიდვბი და ა.შ.

Комментариев нет:

Отправить комментарий