Показаны сообщения с ярлыком მაკა ნათელაური. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком მაკა ნათელაური. Показать все сообщения

четверг, 30 июля 2015 г.

მელოდია

იტლიურ ეზოში ვცხოვრობ. ვხედავ ჩემს კარის მეზობელს ლედ ზეპელინი აქვს ჩართული, გამწარებული ცეკავს, გრძელი თმა გაიშალა, რაც ძალი და ღონე აქვს თავს აქნევს, თმებს აფრიალებს, ალბათ მამამისი დაითანხმა და საბანკეტოდ რვაას ლარიანი კაბა იყიდა, რომელზეც აღვთოვანებული მიყვებოდა გუშინ. ჩემი დაბლითა მეზობლები ხარხარებენ რაღაცაზე, მათ სიცილზე მეც მეცინება, ისე გემლიერად კისკისებენ.

понедельник, 29 июня 2015 г.

ჩემი ეგო გამარჯვებას იზეიმებს.

26 წლის ვარ, საუკუნის მეოთხედი გავლიე, მალე ის დროც დადგება (სადღაც ოთხ წელში), როდესაც ჩემი ასაკის კითხვისას ვუპასუხებ: ,, მანდილოსნებს ასაკს არ ეკითხებიანო"... ამის მიუხედავად ერთ რამეს ვერაფრით ვერ შევეგუე-საშინელი პროტესტის გრძნობა მიჩნდება, როდესაც ჩემი თანდასწრებით ჩემზე მესამე პირში ლაპარაკობენ და ჩემს ,,მძღოლს" (ანუ იმას ვინც ჩემს ეტლს ატარებს) ეკითხებიან: რა მინდა, რას შევჭამ,, რა მიყვარს, რა არ მომწონს და ა. შ. ჩემი მეორე მე მეუბნება, რომ ამასაც უნდა შევეგუო, მარა ჯერჯერობით ვეურჩები, არ ვუთმობ, თუმცა ამ კინკლაობას ისეთი სუნი ასდის, რომ ფარხმალს მალე დავყრი და ჩემი ეგო გამარჯვებას იზეიმებს.

вторник, 17 марта 2015 г.

გარეთ რომ გავდივარ, ქუჩაში რა პრობლემას ვაწყდები?

მაკა ნათელაურიყველა პრობლემა რომ ჩამოგითვალოთ, ალბათ, ერთი დღე არ მეყოფა, მაგრამ რომ დავფიქრდეთ, ორი ძირითადი პრობლემა არსებობს და ეს ორი პრობლემა ჰქმნის სხვა დანარჩენებს: არადაპტირებული გარემო და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები. პირადად მე მეორე უფრო მაღიზიანებს, ვიდრე პირველი და ვფიქრობ,

пятница, 20 февраля 2015 г.

პატარა მიმართვა მეგობრებს

ავტორი: მაკა ნათელაური 
მინდა რამდენიმე დღის წინალდელ მომხდარ ამბავს გამოვეხაურო (ვგულისხმობ პაატა ბურჭულაძის იუბილეზე მომხდარ ინციდენტს.) კარგად მესმის იქ მყოფი შშმ პირების გაბრაზების მიზეზი, ჩემთვის უკიდურესად ნაცნობი და ახლობელი თემაა არაადაპტირებული გარემო. სადაც კი მივდივარ, ყველგან კიბეები მხვდება, რის გამოც ხანდახან ისე ,,ვიგრუზები” ხოლმე, ვფიქრობ, კაი ხანი გარეთ გამომსველი აღარ ვარ მეთქი, ნერვებს მიშლის კიბეები, ტროტუარზე შეყენებული მანქანები, ჯიპებით ჩაკეტილი პანდუსები…

понедельник, 2 февраля 2015 г.

ერთი გოგონას დღიური – მზესუმზირა

ავტორი: მაკა ნათელაური
,,ჩემი ცოლის დაქალების” მორიგ სერიას ვუყურე, სიამოვნება მივიღე და ახლა დავჯექი ბლოგის დასაწერად… რამდენიხანია მინდა დავწერო ეს ბლოგი, მაგრამ ვერ მოვიცალე. ფიზიკურად კი მაქვს დრო, ჭადრაკსაც არ ვღალატობ და დღეში 2-3 ხელს ვთამაშობ, ფეისბუქშიც მწვანედ ვანთივარ და ათას საჭირო-არასაჭირო პოსტს ვკითხულობ, ფილმებსაც ვვნახულობ…





ერთი გოგონას დღიური – კვერცხი თუ ქათამი

ავტორი : მაკა ნათელაური 
გარეთწვიმს, შიშველი ხეები სველდებიან, ცივა, ქუჩაში ყველა მობუზული დადის.. სახლშიც უსაშველო მოწყენილობა სუფევს, სახლშიც და სულშიც… ვზივარ ფანჯარასთან და ჩემთვის ფიქრებში ვბოდიალობ. ,,ახლა ეტლში რომ არ იჯდე, ასეთ უამინდომაში სად წახვიდოდი”? მეკითხება ჩემი მეორე მე. ,,რატო რა, რომ დავდიოდერომელიმე კაფეში დავჯდებოდი, სადაც მშვიდი გარემოა, ისმის ნაზი მუსიკა და რომელიმე რომანს წავიკითხავდი ან რამეს დავწერდი ამ მშვიდ გარემოში,

ერთი გოგონას დღიური – ლევან ბერძენიშვილის ლექციაზე

ავტორი: მაკა ნათელაური
იმ დღეს კიდევ ერთი ოცნება ამიხდა და ლევან ბერძენიშვილის ლექციას დავესწარი. ლექციას ,,მტერი არ არებობს” ასეთი სათაური ჰქონდა. სანამ ლექცია დაიწყებოდა, ალბათ ეს სათაური, ეს სიტყვები ყვეელამ თავისებურად გაიგო და გაშიფრა. მეც მქონდა ჩემი აზრი ამ სამიოდე სიტყვისგან შემდგარ ფრაზაზე და იმას ვფიქრობდი, რომ ამ ფრაზის ავტორს იმის თქმა უნდოდა, თითქოს მტერი გვჭირდება, ისიც ჩვენი ნაწილია და სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ–ბოლოს და

ერთი გოგონას დღიური – ზამთრის ცივ-თბილი დღე

ავტორი : მაკა ნათელაური 
გუშინ დადებითი დღე მქონდა, რომელიც, ალბათ, ჩემს მეხსიერებაში დიდხანს ჩარჩება… სცენარის წერის კურსი განმიახლდა; საახალწლო დასვენების შემდეგ ენერგიით დატვირთულმა განვაგრძე სწავლა, ამ ფაქტმაც გამილამაზა და სხვაგვარი ეშხი შესძინა ზამთრის ცივ დღეს. საღამოს კი, მომენტი ვიხელთეთ და რაკიღა ჩვენი სახლის კიბეები აღარ გვქონდა გადასალახი, თეატრში წავედით.