„თბილისი 2015“–ის გახსნის ცერემონიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გაუთვალისწინებლობის შესახებ
საჭიროებების გათვალისწინება. ეტლით მოსარგებლე ადამიანებს შეექმნათ დაბრკოლება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თავისუფლად შესვლის, გადაადგილებისა და ღონისძიებაზე დასწრების პროცესში.
საქართველოში
სამწუხარო პრაქტიკას წარმოადგენს სპორტულ, კულტურულ და გასართობ
ღონისძიებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განსაკუთრებული
საჭიროებების იგნორირება. არაადაპტირებული გარემო და პირობები ხშირად ხდება
ამ პირთა დისკრიმინაციის საფუძველი.
ერთ–ერთ
მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2015 წლის 12
თებერვალს სპორტის სასახლეში, პაატა ბურჭულაძის საიუბილეო საღამოს
მიმდინარეობის დროს, საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა შეზღუდული
შესაძლებლობის ნიშნით პირის პირდაპირი დისკრიმინაცია და გასულ კვირას
რეკომენდაციით მიმართა ღონისძიების ორგანიზატორს – შეიმუშავოს შიდა
დოკუმენტი (დებულება/წესები/პრინციპები), რომლითაც გათვალისწინებული იქნება
სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების დროს შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებისთვის მასში ღირსეულად მონაწილეობის ხელშეწყობის პრინციპები.
საქართველოს
სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებას,
გაითვალისწინოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“
გაეროს კონვენციით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, –
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და
ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობისათვის უზრუნველყოს
ფიზიკური გარემოს, საზოგადოებისათვის ღია ობიექტებისა და მომსახურების
თანაბარი მისაწვდომობა, დისკრიმინაციის გარეშე.
Комментариев нет:
Отправить комментарий