среда, 20 мая 2015 г.

ეკა უმეკაშვილის წერილი

5 თვე  “ანიკაში”

ცხოვრება ბრძოლაა, მუდმივი ჭიდილი სირთულეებთან. სწორედ ამაშია მისი ფარული ხიბლი. რაც უფრო მეტად ვეჯახები პრობლემას, თითქოს აზარტში შევდივარ, უფრო ჯიუტად მივიწევ წინ. მინდა სირთულეების უზარმაზარი კედლისგან მხოლოდ ნამსხვრევები დავტოვო, რადგან ვიცი, მის იქით მიზანია. მიზანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება უნდა შეცვალოს.

სკოლა და უნივერსიტეტი წარმატებით დავამთავრე. დრო დადგა სწავლის ძირის სიმწარის შემდეგ, მისი სიტკბოც შემეგრძნო და ჩემი ცოდნით სამსახური დამეწყო. თუმცა ეს არც ისე მარტივი იყო. სამსახურის დაწყების იმედად, ზაფხულის მწველი მზის სხივების ქვეშ თითქმის მთელი თბილისი შემოვიარე. ყველგან უკან მაბრუნებდნენ, თანაც მიზეზის უთქმელად. მაგრამ მე ხომ ისედაც ვიცოდი. მიზეზი მხოლოდ ერთი იყო: ჩემი საუბრისა და სიარულის მანერა. ასე გაიარა ერთმა გრძელმა წელიწადმა.
11 დეკემბერს ყველაფერი შეიცვალა. ასოციაცია „ანიკას“ დირექტორის, ქალბატონი ირინე ინასარიძისგან შეტყობინება მომივიდა. მწერდა, რომ დაფინანსდა 6 თვიანი პროექტი და იანვრიდან მათთან ვიწყებდი მუშაობას. სიხარულისაგან ხტუნვა დავიწყე.
უკვე 5 თვეა „ანიკას“ თანამშრომელი ვარ. დილით სიხარულით ვიღვიძებ, რადგან ვიცი, სამსახური მელოდება. აქ მუშაობა მრავალფეროვანი და საინტერესოა. კარებში შესვლისთანავე გხვდება ღიმილიანი, თბილი სახეები, რომლებიც ყველაფერ ცუდს გავიწყებენ და პოზიტივით გმუხტავენ. „ანიკაში“ გატარებული თითოეული საათი განსაკუთრებულია. სწორედ ეს არის ბედნიერება, როცა საქმე სიამოვნებას განიჭებს, როცა სამსახურში არ მიდიხარ მხოლოდ მოვალეობის მოხდის გამო.
––––––––––––––––––––––––
5 month in “Anika”
Life is a struggle, permanent fight with difficulties, but this is its hidden charm. This difficulties is motivation for me. I want to leave the only complexities from this huge difficulties’ wall, because I know the other side is goal- to change my life.
I graduated from high school and university successfully. It was time to start work, but it was not so simple. I hopefully traveled in all Tbilisi under the summery sun. Their replay was NO, without saying why. But I always know real reason, it was my manner of speaking and walking. So through the long year.
December 11, everything changed. I received message from the director of association “ Anika”–Irine Inasaridze. Wrote to me that, 6-month project was financed and I could start working with them from January. I jumped for joy.
I am employee in Anika already 5 month. I wake up happy in the morning, because I know a job waiting for me. Work is diverse and interesting here. Smiling and farm faces; every hour is special in Anika. This is happiness, when you are happy for your work, and it isn't only duty.

Комментариев нет:

Отправить комментарий