სააგენტოს ინოვაციური სერვისების ლაბორატორიის ინიციატივით, 5 მაისიდან
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები სახლიდან გაუსვლელად შეძლებენ 31
სახელმწიფო სერვისის მიღებას. შემუშავებული პროექტის კონცეფცია მიზნად
ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სახელმწიფო სერვისების
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან
ყოველ სამუშაო დღის 09:00 საათიდან 21:00 საათამდე ყრუ და
სმენადაქვეითებულები პირები შეძლებენ განაცხადი გააკეთონ ისეთი სერვისების
მიღებაზე, როგორიც არის: განმეორებითი ბიომეტრიული პასპორტის, დაბადების,
ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, მამობის დადგენის, სახელის
ან/და გვარის შეცვლის განმეორებითი მოწმობის მიღება და სხვა.
მათივე ცნობით, აღნიშნული სერვისებით სარგებლობის მსურველებს საშუალება აქვთ კონსულტაციის მისაღებად სკაიპის მეშვეობით sda.ge დაუკავშირდნენ დისტანციური სერვისების სამსახურს და მათ კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე გაუწვენ.
“აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრიორიტეტად აღიარებულია სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ამაღლება, რაც ასევე მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ეტაპობრივად ყველა საჭირო სერვისზე წვდომის უზრუნველყოფას”, – განაცხადეს სააგენტოში.
მათივე თქმით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აგრძელებს
მუშაობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების საჭიროების
იდენტიფიცირებაზე და უკვე დაგეგმილია სერვისების ადაპტირება
უსინათლოებისათვის.
მათივე ცნობით, აღნიშნული სერვისებით სარგებლობის მსურველებს საშუალება აქვთ კონსულტაციის მისაღებად სკაიპის მეშვეობით sda.ge დაუკავშირდნენ დისტანციური სერვისების სამსახურს და მათ კონსულტაციას კვალიფიციური სპეციალისტები ჟესტების ენაზე გაუწვენ.
“აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრიორიტეტად აღიარებულია სახელმწიფო სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის ამაღლება, რაც ასევე მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ეტაპობრივად ყველა საჭირო სერვისზე წვდომის უზრუნველყოფას”, – განაცხადეს სააგენტოში.

Спасибо вам за интересную информацию
ОтветитьУдалитьЯ данную статью перевела на русский язык. Вот посмотрите, если вам понравиться. ссылка http://www.liveinternet.ru/community/5845215/post361346031/
ОтветитьУдалить