суббота, 2 мая 2015 г.

რა ფერია თავისუფლება?

თავისუფლება…ჩემთვის მწვანეა,  ოღონდ როცა გსურს შენობის და როცა გსურს ბუნების ფერი.
ჩემი აზრით თავისუფალი ხარ, როცა:
  • შენ აკეთებ არჩევანს დასვენებასა და სამსახურს შორის. შენ ირჩევ რისი გაკეთება გსურს და რა გამოგდის. ეს არ ნიშნავს, რომ არ იმუშაო 24 საათი, მაგრამ მთავარია  შენ გადაწყვიტე ასე!
  • შენ წყვეტ როდის შექმნა ოჯახი, ვისთან ერთად, როდის და როგორ გაზარდო შვილი და არ მოექცე სხვისი ინტერესის, სტერეოტიპების, შეხედულებების ქვეშ!
  •  შენ წყვეტ როგორ გაატარო შენი ცხოვრება და ის სხვისი გამოფენა-გაყიდვის საგანს არ წარმოადგენს.
არაა თავისუფლება
  •  შენი ძაღლი შეახტეს უცხოს და იქით იბღვირო: „ვაიმე რამ შეგაშინათ, არაფერს დაგიშავებთ“ ან მოასაქმებინო სადაც გინდა, ისე რომ ამაყად გეჭიროს თავი.
  •  მანქანა „დააპარკირო“ იქ სადაც შენ მიიჩნევ საჭიროდ. დაარღვიო კანონები შენი „VIP”-ობის გამო.
  •  გადაჭრა გზა სადაც გინდა,  ხელების ქნევით, თითქოს შენს წინაშე ყველა ვალშია.
  •  მოემსახურო სხვას, ისე თითქოს მეფეობიდან ან დედოფლობიდან გუშინ ჩამოგაქვეითეს და გიკვირს კიდევ იქით „მადლობები“ როგორ უნდა უხადო ყველას?!
იქ მთავრდება შენი თავისუფლება, სადაც იწყება სხვისი.
იქ იწყება შენი თავისუფლება, რაც ეხება შენს ცხოვრებას და არავის სხვისას!
ალბათ, ცოტა თქვენგანს თუ ერგო ნამდვილი თავისუფლება, ნუთუ ეს მართლაც „ლომთა ხვედრია“ ?!
მთავარია ზუსტად ვიცოდეთ რას ნიშნავს თავისუფლება და იქნებ უფრო მეტად გვქონდეს ამის  მიღწევის შესაძლებლობა!
რა ფერია შენი თავისუფლება?

კომენტარები:

 თავისუფალი მაშინ ხარ, როდესაც სიმართლით, წესიერებით და სიკეთით ექცევი როგორც სხვას, ისე საკუთარ თავს, მაშინ სამყაროც სავსეა უამრავი ფერებით; მაგრამ შენს საქციელს თუ სიცრუით, უზნეობით და სიბოროტით შეცვლი - სამყარო გაუფერულდება და თავისუფლებასაც ვერსად იპოვი, რაც არ უნდა ეძებო; ერთადერთი რასაც იპოვი ამ შემთხვევაში აღვირახსნილობა იქნება. იყავით კეთილშობილნი და გაიფერადეთ ცხოვრება. თავისუფლება ფერებით სავსეა.
თამარ ბეჟანიშვილი.

წყარო: http://4motivi.com/

Комментариев нет:

Отправить комментарий