воскресенье, 5 июля 2015 г.

დებატების კლუბი ანიკაში

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ ინიციატივით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ანიკაში იქმნება დებატების კლუბი. დებატების კლუბები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის არსებობს და მის პოპულარულობას ხელს უწყობს მისი თამაშის ფორმა, რომელიც ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი უნარ–ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება. ...
დებატების კლუბში გაწევრიანებულ ახალგაზრდებს სამომავლოდ შეეძლებათ მონაწილეობა მიიღონ დებატების ეროვნულ და საერთაშორისო ფორუმებში, რომლებიც მუდმივად იმართება საგანმანათლებლო დებატების უმსხვილესი საერთაშორისო ქსელის IDEA–ს ეგიდით. ფორუმის მასშტაბები მთელს მსოფლიოს მოიცავს, რომელშიც მონაწილეობას იღებს ყველა ის ქვეყანა, სადაც არსებობს დებატების კლუბები.
დებატების კლუბის წევრობის მსურველებმა უნდა გაიარონ ორეტაპიანი კონკურსი. პირველი ეტაპი გულისხმობს სპეციალური აპლიკაციის შევსებას მეორე ეტაპი კი ზეპირ გასაუბრებას.
იმისათვის, რომ წარმატებით გაიაროთ კონკურსი და გახდეთ
დებატების კლუბის წევრი,
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გიწვევთ კლუბის პრეზენტაციაზე 7 ივლისს 14:00 საათზე

Комментариев нет:

Отправить комментарий