среда, 15 июля 2015 г.

,,ქალი, ბავშვი და სოციუმი“

ინსტრუქტორების მომზადება უსინათლო და მცირემხედველი ადამიანების მაგიდის ტენისისათვის
ასოციაცია, ,,ქალი, ბავშვი და სოციუმი“ თავის პარტნიორ ორგანიზაციასთან ,,მომავალი იწყება დღეს“ ერთად, ახორციელებს პროექტს ,,SHOWDOWN-ი მაგიდის ტენისი უსინათლო და მცირემხედველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

ახალგაზრდებისათვის“. ვიწვევთ აქტიურ ადამიანებს, სასურველია სპორტული ფაკულტეტის კურსდამთავრებულები.
მოთხოვნები:
– მოტივირებულობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა;
– შრომისმოყვარეობისა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი .
- გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
– მოხალისეობის პრინციპების მხარდაჭერა;
პროექტის ფარგლებში წინასწარ შედგენილი კრიტერიუმებით შეირჩევიან ადამიანები, რომლებიც ტრენინგების მეშვეობით დაეუფლებიან SHOWDOWN–ის წესებს და გახდებიან ინსტრუქტორები.
ტრენინგების საშუალებით მიღებული ცოდნისა და გამოცდილების რეალიზაციას ისინი მოახდენენ თავიანთ რეგიონებში, გაწვრთნიან და დაეხმარებიან უსინათლო და მცირემხედველ ახალგაზრდებს.
პირველ ეტაპზე შერჩევა ჩატარდება ქ. თბილისში.
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გადმოგვიგზავნოთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი E-mail: wochiso@gmail.com  

ტელეფონზე: 593 353 62; 591 138152.

Комментариев нет:

Отправить комментарий