понедельник, 2 февраля 2015 г.

ერთი გოგონას დღიური – კვერცხი თუ ქათამი

ავტორი : მაკა ნათელაური 
გარეთწვიმს, შიშველი ხეები სველდებიან, ცივა, ქუჩაში ყველა მობუზული დადის.. სახლშიც უსაშველო მოწყენილობა სუფევს, სახლშიც და სულშიცვზივარ ფანჯარასთან და ჩემთვის ფიქრებში ვბოდიალობ. ,,ახლა ეტლში რომ არ იჯდე, ასეთ უამინდომაში სად წახვიდოდი”? მეკითხება ჩემი მეორე მე. ,,რატო რა, რომ დავდიოდერომელიმე კაფეში დავჯდებოდი, სადაც მშვიდი გარემოა, ისმის ნაზი მუსიკა და რომელიმე რომანს წავიკითხავდი ან რამეს დავწერდი ამ მშვიდ გარემოში,

ყურში წვიმის წვეთების ხმა ჩამესმებოდა, წყნარ მუსიკასთან,
მაგალითად, პიანინოს ჰანგებთან შეზავებული, ეჰ, რა ნეტარება იქნებოდა..”-ვპასუხობ ჩემს ეგოს და ოცნებაში ვიძირები.
,,ეგ იდილია სახლში რომ მოიწყო არ გამოვა?” ,,არა! რატო? ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ცნობიერება სხვა გარემოს მოითხოვს, იმ გარემოსგან განსხვავებულს, რომელსაც ყოველ დღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს ვხედავ. მომბეზრდა ამ ოთხ კედელ შუა ყურყუტი.” ,,ხშირად ხომ გადიხარ გარეთ, კვირაში ერთხელ ლექციაზეც კი დადიხარ, მეტი რაღა გინდა!? ზოგი შშმ პირი სახლში თვეობითაა გამოკეტილი, მაშ იმათ რაღა თქვან!?”-ჩემი ეგო ცდილობს ჩემში სინდისი გააღვიძოს და ითხოვს დავაფასო ის, რაც მაქვს. ,,კი, გასაგებია, მაგრამ მეც ადამიანი ვარ და იმაზე მეტი მინდა, ვიდრე მაქვს, რა ვქნა, ეტყობა, კაცის ბუნებაა ასეთი.”-თავს ვიმართლებ და გულისფანცქალით ველოდები რას მიპასუხებს ჩემი სულთამხუთავი მეორე მე. მეორე მე დუმს, დუმს კი არა, რაღასაც ბუტბუტებს, მაგრამ მე აღარ ვუსმენ, დავიღალე უაზრო ჩხუბით, კინკლაობითამიტომ გონება სხვა რამეზე გადავრთე, სხვა ფიქრს მივსწვდი. თუმცა ჩემი ეგო არ დაწყნადა და მე გამომყვა .ახლა შემდეგ საკითზე გამიბა კამათი. ,,აი, რომ ამბობ, გარემოს მოევლება, მთავარია საზოგადოების განწყობა შეიცვალოს შშმ პირების მიმართოახლა კიბეები რომ არ გიშლიდეს ხელს გარეთ გასვლეაში, ხომ გახვიდოდი გარეთ და შენს ოცნებას (თუ შეიძლება ამას ოცნება ეწოდოს.) ხომ აიხდენდი? კიბეები, არაადაპტირებული მიწისქვეშა გადასასვლელები რომ არა, შენთვის ხელმისასწვდომი გარემო რომ იყოს, ახლა, ამ წვიმიან ამინდშიც კი, ხომ გახვიდოდი გარეთ შეხვიდოდი სასურველ კაფეში და შენს ოცნებასაც აიხდენდი, ასე არაა!? როცა ოცნებას აიხდენდი, ეჭვი მეპარება, რომ მაშინაც საზოგადოებას დაუწყები ცქერას და დაგაინტერესებდა, თუ რას ფიქრობს ხალხი შენზე….
,,-ეგ კი, მაგრამ,-ვაწყვეტვინებ უეცრივ,-რა ვერ გაგიგია შენ მაინც, რომ ეს ორი რაღაც, გარემო და საზოგადოება ისე მჭიდროდ არიან გადაბულნი ერთიმეორეზე, რომ მათი განცალკევება არ გამოვა. თუ საზოგადოებამ ვერ შეიგნო, რომ ჩვენ ადაპტირებული გარემო გვჭირდება და ჩვენც გვაქვს უფლება წავიდეთ კინოში, თეატრში, შევიდეთ კაფეში, ავიდეთ საზგადოებრივ ტრანსპორტში, ერთი სიტყვით, თუ საზოგადოება ვერ მიხვდა, რომ ჩვენც გვაქვს უფლება ვიცხოვროთ სრულფასოვანი ცხოვრებით, ერთი ამიხსენი, იმ ადაპტირებულ გარემოს ვინ შეგიქმნის!? ადამიანმა არ უნდა შექმნას გარემო!? ადამიანი კი ისე არაფერს გააკეთებს, თუ არ გაიგო რატომ აკეთებს, რისთვის ან ვისთვის აკეთებს. ეს რომ გაიგოს, აუცილებელია იმ ადაპტირებული გარემოს საჭიროება დაინახოს, ამითვის კი საჭიროა უფრო აქტიურები ვიყოთ გავიდეთ გარეთ და ვთქვათ ჩვენი სიტყვარომ ჩვენ არ გვჭირდება დახმარება, რაღაც ქველმოქმედებით გაკეთებული საქმე, შეცოდებაზე ხო ლაპარაკიც კი ზედმეტიაუბრალოდ გვჭირდება შესაბამისი გარემო და ჩვენც საზოგადოების სრულფასოვანი წერვები ვიქნებით-განათლებას მივიღებთ და თუ შესაძლებობა (ვგულისხმობ ისევ და ისევ შშმ პირისთვის ხელმისაწვდომ გარემოს) იქნა ქვეეყანას სამსახურსაც სიამოვნებით გავუწევთ!. თუმცა ისიც საკითხავია თუ ხელმისაწვდომი გარემო არ იქნა, გარეთ როგორ გავიდეთ და საზოგადოებას როგორ შევახსენოთ თავი!?,,პირველი კვერცხი გაჩნდა თუ ქათამი?”-რატომღაც ეს მასხარა კითხვა ამომიტივტივდა გონებაში; ალბათ იმიტომ, რომ ,საზოგადოებადა ,,ხელმისაწვდომი გარემოიგივე ქათმის და კვერცხის ამბავს მაგონებს, რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოთ, ვერასდროს გავარკვევთ რომელი შვა რომელმა, ქათამმა კვერცხი თუ კვერცხმა ქათამი!”-მითხრა მეორე მემ, მაგრამ მე მას აღარ გამოვხმაურებივარ, ვინაიდან ოთახში ღამის სიბნელე შემოიჭრა და მეც წიაღმა მომიცვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий