понедельник, 2 февраля 2015 г.

ერთი გოგონას დღიური – მზესუმზირა

ავტორი: მაკა ნათელაური
,,ჩემი ცოლის დაქალებისმორიგ სერიას ვუყურე, სიამოვნება მივიღე და ახლა დავჯექი ბლოგის დასაწერადრამდენიხანია მინდა დავწერო ეს ბლოგი, მაგრამ ვერ მოვიცალე. ფიზიკურად კი მაქვს დრო, ჭადრაკსაც არ ვღალატობ და დღეში 2-3 ხელს ვთამაშობ, ფეისბუქშიც მწვანედ ვანთივარ და ათას საჭირო-არასაჭირო პოსტს ვკითხულობ, ფილმებსაც ვვნახულობ





საქმე დრო არაა, უბრალოდ, რაღაცნაირად შინაგანად დავიღალე, არ მცალია, ერთდროულად ბევრი ემოცია და ფიქრი მომეძალა, ჩემებური ფიქრი
ამ ბოლოს თვალწინ ჭიანჭველა წარმომიდგება ხოლმე, რომელიც ძლივსძლივობით მიდის ზურგზე ტვირთმოკიდებული და ტვირთს დანიშნულ ადგილამდე რომ მიიტანს, მიზანს რომ მიაღწევს, მაშინ იაზრებს რომ ის ბედნიერია. ალბათ, რამხელა სიხარულს გრძნობს, ალბათ, როგორ უნდა იკივლოს, იწივლოს, იხარხაროს და სიხარულის განცდა გადმოაფრქვიოს…. ჩვენ კი, ვინ იცის, ფეხს ვადგამთ შეუმჩნევლად და ზუსტად იმ დროს ვასალმებთ სიცოცხლეს, როცა ხვდება, რომ ცხოვრება მშვენიერია! ლაპარაკი რომ შეეძლოს მას, თავის პატარა-დიდ სიხარულს გვიზიარებდეს, ალბათ, მისი ბედნიერების მიზეზი სიცილადაც არ გვეყოფოდა. ჩემი თავი ზუსტად ამ ჭიანჭველად მესახება! რამდენიხანია ,,ჩემი ცოლის დაქალებიგადის (უკვე მეექვსე სეზონია.) მე კი ეს ორი თვეა მისი ყურება დავიწყე. საერთოდ, სერიალის ყურებას ვერიდებოდი, გაგონილი (და გამოცდილიც) მქონდა რომ სერიალი ნარკოტიკს ჰგავს; ერთ სერიას თუ უყურე, მერე მორჩა, ჩაგითრევს და მასზე დამოკიდებული ხდები. ,,ჩემი ცოლის დაქალებისმეხუთე მთლიან სეზონი ორ დღეში ვნახე და მივხვდი, რომ სერიალი ნარკოტიკს არ ჰგავს, მე მისმა ყურებამ უფრო მზესუმზირის ჭამა მომაგონა-მზესუმზირაც ხომ ასეა; რაც მეტს სჭამ, მით უფრო მეტი გინდა, გაძღომას ვერ გრძნობ. უყურებ მაგიდას მზესუმზირის მარცვლებით სავსეს, იატაკს-ნაჭუჭებით მიმოფანტულს, დანაგვიანებულს და ნერვები გეშლება, ბრაზობ შენს თავზე, ასე უქმად რატომ კარგავ დროს, როცა რომ ამდენი საქმე გაქვს. საკუთარ თავს ჰპირდები; ეს ბოლო მაცვალია და ავდგები, საქმეს მივხედავო. მაგრამ იმ მარცვალს გადაყლაპავ და დაგავიწყდება შენი დადებული პირობა, ჯამში ხელს ჰყოფ და იქედან კიდევ ერთ პეშვ მზესუმზირას იღებ. როცა ჯამი ცარიელდება, მაშინღა ხვდები, რომ მზესუმზირას ოდნავაც კი ვერ დაუნაყრებიხარ. ,,ჩემი ცოლის დაქალები”- მეხუთე სეზონიც ისევე ჩავათავე, ისე ჩავედი სეზონის ბოლოში, როგორც ადამიანი მზესუმზირით სავსე ჯამს ათავებს ხოლმე, შეუმჩნებლივ წირვას უყვანს და ჯამს აცალრიელებს; ყოველი სერიის დამთავრებისას, ვამბობდი, კიდევ ერთ სერიას ვუყურებ და მორჩა მეთქი, ასე გავედი ბოლოში და ამ აზრით დავიწყე ბოლო, მეექვსე სეზონიც, ამ აზრითვე ვნახე მიმდინარე სეზონის უკანასკნელი სერიაც, რომელიც ინტერნეტში იდო, და დაველოდე ოთხშაბათს, იმ დღეს, როდესაც შემდეგი სერია გავიდოდა ტელევიზორში.. უკანასკნელი სერიის ყურებას, რომ მოვრჩი, მივხვდი, სერიალს იმდენი არაფერი მოუცია (მზესუმსირის მსგავსად.) როგორც ვთქვათ, ფილმის ყურება ან წიგნის წაკითხვა მომცემდა. ეს ალბათ იმიტომ, რომ ,,ჩემი ცოლის დაქალებიიმდენად ახლოა რეალურ ცხოვრებასთან, იმდენად მარტივი და ამავე დროს ძნელიცაა ყველაფერი, მაყურებელს არ გჭირდება ფიქრი იმაზე თუ რა მოხდება შემდეგ, ფანტაზიასაც ეკარგება ფასი, ვინაიდან იცი, ამ სერიალში არარეალური არაფერი არ მოხდება დღევანდელ ცხოვრებას რომ არ შეესაბამოს. ამ სერიალში კიდევ ერთი რამ მომწონს; მის გმირებს შორის შშმ პირებსაც ვხედავ და ვხედავ ზუსტად ისეთებს, როგორებიც ცხოვრეაში არიან-მათში ტრაგიზმი არ იგრძნობა გადაჭარბებით (როგორც მხატვრულ ფილმებში მინახავს. რეჟისორებს უმეტეს წილად შშმ პირი უბედური, საცოდავი გამოჰყავთ, მათ შემყურეს მართლა შეცოდების და თანაგრძნობის მეტი არანაირი განცდა არ გაგიჩნდება ამ პერსონაჟების მიმართ.) და ეს მიხარია. ვფიქრობ, კინო, სერიალი ეს ისაა, რაც საზოგადოებაზე ახდენს დიდ ზეგავლენას, ვინც ,,ჩემი ცოლის დაქლებსუყურებს, მგონია, რომ მისი აზრი შშმ პირების მიმართაც შეიცვალა ოდნავ მაინც. სერიალში კარგად ჩანს, რა ძნელია იყო აუტისტი, იყო განსხვავებული და ასე გახვიდე გარეთ, შეერიო საზოგაოებას. ასევე მაყურებელი მიხვდება, თუ რაოდენ დაკომპლექსებულნი არიან აუტისტის ოჯახის წევრები, იმის გამო, რომ მათ ნათესავი შშმ პირი ჰყავს. ასევე ცხადად ჩანს, ეტლში ჯდომა იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიო და მომავალზე აღარ იფიქრო; ელენემ, რომელიც ავტოკატასტროფის შემდეგ ეტლს მიეჯაჭვა, მიუხედავად თავისი ფიზიკური მდგომარეობისა პირადი ცხოვრება მოიწყო, გათხოვდა და ოჯახი შექმნა.
ამ სერიალის ყურება იმ დღიდან დავიწყე, როდესაც ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ქეთი დევდარიანი (ამ სერიალის სცენარის ავტორი.) გეგმავს ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს კურსი ჩაუტაროს და სცენარის წერა ასწავლოს. კურსზე მოხვედრისთვის საჭირო იყო საინიციატივო წერილი გაგეგზავნა ქალბატონი ქეთისთვის და მოკლედ აგეხსნა თუ რატომ გინდა ამ კურსზე მოხვედრა. ეს რომ გავიგე იმ წუთას გავაგზავნე საინიციატივო წერილი. იმდენად დიდი იყო სურვილი ამ კურსზე მოხვედრისა, რომ იმ შემთხვევაში თუ გამონაკლისს დაუშვებდნენ და კურსზე მიმიღებდნენ, არც დავფიქრებულვარ, როგორ ვივლიდი სასწავლებელში, არ დავინტერესებულვარ ადაპტირებული იყო თუ არა ილია-უნი, რომელ სართულზე ჩატარდებოდა ლექცია, აუდიტორია ჩემთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა თუ არა. ამაზე მხოლოდ მაშინ დავფიქრდი, როდესაც ქალბატონი ქეთის წერილი მივიღე და შევიტყე, რომ მე შემეძლო კურსი გამეარა. სიხარულის ტალღა შემომაწვა, ოცნება ამიხდა და ჩემს საყვარელ საქმიანობას, წერას, რაღაცა ახალის შექმნას, უფრო დავუახლოვდები მეთქი. ეს სიხარული რამოდენიმე დღეს გამყვა, მაშინ კი, როცა კურსის დაწყების დღე მოახლოვდა, რაღაცნაირად დავიძაბე, თითქოს შიშის გრძნობაც დამეუფლა, ვაითუ აუდიტორია მაღალ სართულზე იყოს და იქ ასვლა გამიჭირდეს მეთქი, ვფიქრობდი ჩემთვის. მართალიც გამოვდექი, აუდიტორია მესამე სართულზე მდებარეობდა. ეს რომ გავიგე, უკვე კორპურსში ვიყავი შესული და მაღალი კიბეები თვალში მეჩხირებოდა. მაშინვე სახლში დაბრუნება მომინდა. მაგრამ, საბედნიეროდ, იქვე მყოფმა ბიჭებმა შეგვამჩნიეს და დედას ჩემს აყვანაში მიეხმარენ.
კიბეების გარდა კიდევ ერთი რაღაც მაშინებდა, მაშინებდა კი არა, დისკომფორტს მიქმნიდა ერთი აზრი; როგორ მიმიღებდა ლექტორი და სტუდენტები შემხვდებოდნენ, როგორ განეწყობოდნენ ჩემდამი. ვფიქრობდი, რომ როგორც კი აუდიტორიაში შევიდოდი, მაშინვე თავს უცხოდ ვიგრძნობდი. ჩემდა გასაოცრად და სასიხარულოდ, ლექცია ისე დაიწყო და დამთავრდა, დამავიწყდა, რომ განსხვავებული ვიყავი, ყველაფერი იმდენად საინტერესო იყო, რომ მალევე ჩემი ჭკუა და გონება სულ სხვა ფიქრებმა მოიცვა. შემდეგი ლექციაც ისევ იმ აუდიტორიაში ჩატარდა, სადაც პირველი და დედას ჩემს აყვანაში ერთი ბიჭი მოეხმარა. ხოლო მომდევნო კვირას ჩემი თხოვნა გაითვალისწინეს-ადაპტირებული შესასვლელით პირველ სართულზე აუდიტორიაში ვხვდები.
ლექცია კვირაში ერთხელაა. სტუდენტობას ვუსინჯავ გემო. ეს ბედნიერება სასწავლო წლის ბოლომდე გამიგრძელდება

Комментариев нет:

Отправить комментарий