понедельник, 2 февраля 2015 г.

ერთი გოგონას დღიური – ლევან ბერძენიშვილის ლექციაზე

ავტორი: მაკა ნათელაური
იმ დღეს კიდევ ერთი ოცნება ამიხდა და ლევან ბერძენიშვილის ლექციას დავესწარი. ლექციას ,,მტერი არ არებობსასეთი სათაური ჰქონდა. სანამ ლექცია დაიწყებოდა, ალბათ ეს სათაური, ეს სიტყვები ყვეელამ თავისებურად გაიგო და გაშიფრა. მეც მქონდა ჩემი აზრი ამ სამიოდე სიტყვისგან შემდგარ ფრაზაზე და იმას ვფიქრობდი, რომ ამ ფრაზის ავტორს იმის თქმა უნდოდა, თითქოს მტერი გვჭირდება, ისიც ჩვენი ნაწილია და სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთბოლოს და
ბოლოს ქართული გამონათქვამები გავიხსენოთ ,,მტერის ჯინაზე” ,,კარგად ვიყოთ, მტერს ნუ გავახარებთ.”
,,მტერს დავუყენოთ თვალებიანუ მტერი გვჭირდება იმისთვის რომ ჩვენ უკეთესად ვიცხოვროთ. ვფიქრობ, რომ ქართული საზოგადოებისთვის მტერი ერთგვარი სტიმულის მიმცემიცაა…. თუმცა ბატონი ლევანი მტრის თემას ასცდა, მეზობელ თემაზე გადავიდა და იმაზე ისაუბრა თუ რა უსარგებლოა შურისძიება. ამისთვის გაიხსენა სამი ლიტერატულური ძეგლი; ,,ევრიპიდე” ,,ჰამლეტიდა ,,ალუდა ქეთელაური”. ლიტელატურაზე ლაპარაკი, ალბათ, არასდროს მომწყინდება, მაგრამ, სამწუხაროდ, თეორია სხვაა და გამოცდილება სულ სხვა. რაც თეორიის დონეზე წარმოუდგენელი გვეჩენება, ის პრაქტიკაში შეიძლება ძალიან მარტივი იყოს. რატომ ხდება, რომ როცა ბავშს მათემატიკაში მეცადნეობა უჭირს, მასწავლებელი ეტყვის, აბა ამდენი და ამდენი ვაშლი წარმოიდგინე, ახლა მაგდენ ვაშლს ამდენი და ამდენი ვაშლი გააკელი. რამდენი ვაშლი დაგრჩა? მასწავლებელი ცდილობს ბავშს დაანახოს ის, რაც წიგნში წერია, და არც ცდება, ბავშვი სწორ პასუხს ეუბნება. ჩემი აზრით, ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანებს იმის უნარი ნაკლებად შეწევს, წარმოიდგინონ ის რასაც ვერ ხედავენ, ვერ გრძნობენ.. ჰოდა მეც მინდა, თქვენი ნებართვით, ამ ხერხს მივმართო.
შორს არ წავალ და იმ დღევანდელ ჩემს ,,თავგადასავალსგავიხსენებ, ჩემს ცხოვრების იმ პატარა მონააკვეთს მოგიყვებით, როცა დედასთან ერთად ჩემი სახლიდან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტისაკენ მივემართებოდი, ბერძენიშვილის ლექციას რომ დავსწრებოდი. ჭოველიძის ქუჩას მივუყვებოდით, ტაქსისის ვეძებდით. (ეს ტაქსები ხომ ზუსტად იმ დროს გაქრებიან ხოლმე, როცა შენ გჭირდება.) მთელ ქუჩის ჩაყოლებაზე მხოლოდ სამი შეგვხდა. ერთერთ ტაქსის მძღოლს ეძინა და ძილი აღარ დავუფთხეთ. მეორე ტაქსი იქვე იდგა, თუმცა როცა დედამ ჰკითხა, წაგვიყვვანდა თუ არა, მძღოლმა მე (უფრო სწორად, მე კი არა, ჩემს ეტლს.) გადმომხედა და დედას კითხვითვე უპასუხა; ,,ამას რა ვუყოთ?”- (სიტყვა ,,ამასყურში უხეშად მომხვდა, მაგრამ ჩემი თანდასწრებით ჩემს შესახებ მეესამე პირში რომ ლაპარაკობენ, უკვე იმდენად მივეჩვიე, რომ ამაზე რეაქცია აღარ მქონდა.) დედამ უთხრა, რომ ეტლი იკეცებოდა და მანქანაში მის ჩადებაზე პრობლემა არ შეექმნებოდა, მგრამ ადამიანს როცა არ უნდა რას გააწყობ?! ახლა საცობები მოიმიზეზა და წაყვანაზე უარი გვითხრა. ბოლოს მესამე ტაქსი დავინახეთ და მას ვთხოვეთ ჩვენი მომსახურება, მანაც იგივე ჰკითხა (კითხვა ზუსტად იგივე ფორმით დასვა.) დედას, დედამ შეყოყმანება რომ შეატყო, აღარ დაუყოვნა და პირდაპირ უთხრა; ,,რა არის ბოლოს და ბოლოს, ეს ეტლი ყველას რატომ გაშინებთო?” მძღოლში, ალბათ, სინდისმა გაიღვიძა და გვითხრა, რომ ის წაგვიყვანდა! ვინ იცის ასეთი მომენტები რამდენჯერ ყოფილა და კიდევ რამდენჯერ განმეორდება ჩემს ცხოვრებაში, ვინ იცის კიდევ რამდენჯერ მომიწევს ავიტანო დამცირება, რამდენჯერ დამეუფლება უსამართლობის განცდა, მაგრამ მე არც ერთხელ არ მიფიქრია შური მეძია ვინმეზე, ეს იმიტომ კი არ მომხდარა, რომ მე კარგი ვარ და ცუდის კეთება არ მინდა, არამედ იმიტომ, რომ მე ვერანაირ აზრს ვერ ვხედავ შურისძიებაში. მე შემეძლო უამრავ ტაქსის მძღოლისთვის (ვინც წაყვანაზე უარი მითხრა ანდა მანქანა უადგილო ადგილზე-პანდუსზე-გააჩერა.) მანქანა გამეკრაწა ან მინები ჩამემტვრია მისთვის., ანდა ბორბალისთვის რამე შემერჭო და დამეფუკა, მაგრამ მე ეს არ გამიკეთებია და არც არასდროს გავაკეთებ, იმიტომ, რომ მიჩნდება ერთი კითხვა; მე რომ ეს გავაკეთო, შური რომ ვიძიო რა მერე? ამით ვასწავლი ჭკუსა? აღარ დაუშვებს შეცდომას? თუ მე მომემატება რამე? მანქანა რომ გავუკაწრო, ამ ჩემი საქციელით, მძღოლს უფრო მეტად არ გავაღიზიანებ, და უფრო მეტ უარყოფით ენერგიას არ დავაგროვებ მასში, რომელსაც შემდეგ ისევ გარეთ გამოუშვებს და ჰაერს ,,დააბინძურებს?” ვთქვათ, მის მანქანას რამე ზიანი მივაყეენე და სამაგიერო გადავუხადე, შური ვიძიე მასზე, მძღოლი განა იმაზე დაფიქრდება თუ რატომ გავაკთე ეს, არამედ გამლანძრავს, შეიგინება და იტყვის, რომ მე ავადმყოფი ვარ, ცხოვრებაზე გაბრაზებულს ბოღმით სავსე მაქვს გული. ჩემს საქციელზე გაბრაზებული, ახლა სხვას მივარდება, მასზე იყრის ჯავრს და ასე გაგრძელდება უსასრულოდ. იქამდე გაგრძელდება, სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ უფრო მეტის მიღწევვა შეიძლება ახსნა-გამარტებით, სითბოთი, სიყვარულით, ვიდრე შურისძიებით. ჩვენ ერთმანეეთის მოსმენა, გაგება უნდა ვისწავოთ და მააშინ ყველაფერი მოგვარდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий