понедельник, 2 февраля 2015 г.

საავადმყოფო როგორც მაღაზია

ავტორი: დიანა ჯიშიაშვილი ნაცნობი გარემოააქ თავს არც ისე ცუდად ვგრძნობ. არაფერი არ არის უცხო ისევე, როგორც საკუთარ სახლში. აქ საკმაოდ თბილა, მაგრამ სახე და ხელები მეყინება. კედლები ყოველთვის ცივია საავადმყოფოში, – შეღებილი ცივ ფერებში, – მაგრამ ეს უკვე ჩემთვის საავადმყოფო არ არის. მაღაზიას ჰგავს, სადაც ჯანმთელობის საყიდლად მოვედი, ან თამაშს,
სადაც ჯანმრთელობის ქულებს აგროვებ და ძალა გემატება.
გუშინ მეგობარმა მკითხა: „არ გეშინია ხვალ ოპერაციას რომ იკეთებ?“
გამეღიმა გულწრფელად. მასაც გაეღიმა სევდიანი თვალებით. ვუპასუხე: „საავადმყოფო ჩემთვის იგივეა, როგორც მაღაზიაში სიარული…“
ვალაგებდი ჩემს ნივთებს. ისე ვემზადებოდი, თითქოს დასასვენებლად მივდიოდი. მიხაროდა ის, რომ, როცა დავბრუნდები თავს უკეთესად ვიგრძნობდი.
მაოცებს ექიმების სიმშვიდე. ვუყურებ, ვაკვირდებიისე მშვიდად დადიან, მთელი ტანი მშვიდად მოჰყვებათ, თითქოს არც ერთი ფიქრი არ აქვთ თავში, – თვალები ცარიელი, ემოციები ჩარეცხეს. ალბათ, მონატრებაც აღარ შეუძლიათ, ვერ გრძნობენ დღეს და ღამესმაგრამ ისინი აქ, ამ სამყაროში ღმერთები არიან, – გვეხმარებიან, რომ შევინარჩუნოთ ამქვეყნიური სხეული.
დერეფანში მოხუცი ქალი ზის. სახე დახრილი აქვს. ლამაზი სახის ნაკვთები, ნაოჭები ცრემლებისგან უბრწყინავს. ვიგრძენი, რომ სჭირდებოდა ჩემი გამხნევება და მცირე ხნით ყურადგებას თუ გადაიტანდა, კარგი იქნებოდა. მივუახლოვდი. შემომხედა დაღლილი თვალებით. ვუთხარი: „ასე ძალიან ნუ განიცდი, მას ახლა შენი გვედში დგომა სჭირდება; ძალა უნდა გქონდეს…“
– „
ვერ გადარჩება შვილო, ასაკშიავეღარ იცოცხლებს. რამდენიმე საათი დარჩა და მალე აპარატსაც გამოურთავენ. ნეტა, რამე მაინც გამახსენდეს მისგან ცუდი..! მხოლოდ სითბო მახსენდებაასე ვერ გადავიტან მის სიკვდილს…“
ვუსმენდი და ვფიქრობდი: „რა ბედნიერი მიდის ამქვეყნიდან. თავის მეუღლეს სიბერემდე ასე ძალიან უყვარს.“
ექთანი მაცილებს. ისეა გაპრანჭული, მხოლოდ თეთრი ტანსაცმლის გამოცვლა სჭირდება და მზადაა, სადმე მხიარულ ადგილზე, გასართობად წასასვლელად; განწყობაც სადღესაწაულო აქვს, ბედნიერი სახეერთი სული აქვს თავისი საქმე შეასრულოს და საჭორაოდ წავიდეს, ყავის დასალევად
შევდივარ პალატაში და გული სახლში გარბის. ჩემს ოთახში მინდა……. დროებითია აქ ყოფნა და ვიცი, რომ ისევ მომიწევს აქ მოსვლა; ვერ გავექცევი ამ რეალობას. მომიწევს ამ სიცარიელეში სიცოცხლისათვის ბრძოლა..
.
დიანა ჯიშიაშვილი. DIK. DIANKA

Комментариев нет:

Отправить комментарий