понедельник, 2 февраля 2015 г.

ერთი გოგონას დღიური – ზამთრის ცივ-თბილი დღე

ავტორი : მაკა ნათელაური 
გუშინ დადებითი დღე მქონდა, რომელიც, ალბათ, ჩემს მეხსიერებაში დიდხანს ჩარჩებასცენარის წერის კურსი განმიახლდა; საახალწლო დასვენების შემდეგ ენერგიით დატვირთულმა განვაგრძე სწავლა, ამ ფაქტმაც გამილამაზა და სხვაგვარი ეშხი შესძინა ზამთრის ცივ დღეს. საღამოს კი, მომენტი ვიხელთეთ და რაკიღა ჩვენი სახლის კიბეები აღარ გვქონდა გადასალახი, თეატრში წავედით.
ის სპექტაკლი ვნახე, რომელიც ჩემს გულისთქმას შეეხმიანაცრემლებამდეც მიმიყვანა და ღიმილიც მომგვარა. თეატრის ფოიე ჩემთვის საკმაოდ არაკომფორტულია, ფოიეში რომ მოხვდე, კიბეები უნდა გადალახო, (ის კიბეები, რომლებიც ყველა შშმ პირს სიცოცხლეს გვიწამლავს.) მაგრამ როგორც იყო და არ იყო, თეატრის პერსონალის დახმარებითUამ კიბეებზე ჩავედით, შევაღწიეთ ფოიეშირატომღაც ამ ჯერად თვალში აღარ მომხვედრია გაოგნებული სახეები, რომლებიც უცნაურ კითხვას მისვამდა; ,,შენ აქ რა გინდა?”-, ალბათ იმიტომ, რომ დადებით ემოციებისგან ,,დაღლილსაღარ მაინტერესებდა, ვინ როგორ მიყურებდა ან იქნებ ვცდები? იქნებ, როგორც იქნა, საზოგადოება მიეჩვია ჩვენს არსებობას და როცა დაინახავს შშმ პირს, ეს აღარ იწვევს მის აღშფოთებას? ნეტა მართლა ასე იყოსქალთა ბანდას-მე, ჩემს დას, დედამჩემს და მამიდაჩემს-საკმაოდ ადრე მოგვივიდა თეატრში მისვლა, ამიტომ მთელი ნახევარი საათი პატარა, საყვარელი ფოიე მხოლოდ ჩვენ გვეკუთოდა. ეს ნახევარი საათი უცებ გავიდა; ვიჭორავეთ, ურთიერთს ერთმანეთის დარდი და სიხარული გავუზიარეთ, ფოტოსესიაც გავმართეთ, მოკლედ, ოცდაათი წუთი ისე გაგვეპარა რომ ვერ შევამჩნიეთ.
სპეტაკლი დაიწყო თუ არა, მაშინვე, პირველ წუთიდანვე, მეც ამ თეატრალრ წარმოდენაში ჩავსახლდი, მის გმირებბთან ერთად დავიწყე ცხოვრება, ყველა პერსონაჟის სიხარული და ტკივილი გავითავისე. ეს, ალბათ, იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ სპეტაკლის გმირებს შორის შშმ პირიც იყო და მისი განცდები მეახლოვა. ეს თეატრალური დადგმა მოგვითხრობს ბიჭზე, რომელიც დაუნის სინდრომის მქონეა. მას, მთელი მისი ცხოვრება, საკუთარი ძმა ატყუებს, რომ დღის შუქზე ალერგია აქვს და ამიტომ არ უშვებს გარეთ…. თომა ჩხუბის თავია, ყაჩაღი, ბნელ სამყაროშია გახვეული და თავის ძმას ამ საშუალებით არჩენს. ის და ლუკა მამამ მიატოვა, ხოლო დედა გადარცვილი ჰყავთ. ერთ დღესაც თომა სალში მთვრალ კაცს მოათრევს, გადაწყვიტავს, რომ იოანე მძელვად აიყვანოს და მის გამოსასყლიდად თანხა მოითხოვოს. თუმცა სულ მალე აღმოაჩენენ, რომ ეს კაცი ღმერთმა გამოუგზავნა, მათ ბევრი საერთო ჰქონიათ, მამის სითბოს მოკლებულთ იოანე გაუწევს მამობასლუკას კი იმას შთააგონებს, რაც მას აზრადაც არ მოსვლია-გავიდეს გარეთ და დღის სინათლეს ეზიაროს
,,
მამა” (ამ სპეტაკლს ასე ჰქვია.) თურქი რეჟისორის დადგულია. გული იმაზეც მიჩუყდებოდა, რომ შესვენებაზე, პირველი ნაწილი რომ დასრულდა და მეორე მოქმედება დაიწყო, ამ შუალედში დარბაზიდან მომესმა ბევრი ფრაზა, რომელიც სპეტაკლის შთაბეჭდილებას მოიცავდა, ერთერთი მათგანი ასე ჟღერდა; ,,კარგი სპეტაკლია, მაგრამ…..” მოსაუბრე წინადადებას არ ამთავრებდა, თუმცაღა ადვილი მისახვედრი იყო, რისი თქმასაც აპირებდა. ასე ხდება ხოლმე, როცა ვიღაც შშმ პირის შესახებ მესაუბრება, მაგრამ არ უნდა, თითქოს ერიდება სიტყვა ,,ინვალიდიან ,,შშმ პირისწარმოთქმას. მეც არ ვიცი, ამ სიტყვის წარმოთქმაში რა უშლით ხელს, ეს ხომ სალანძღავი სიტყვები არაა!? რა აპკოლებს ენას, რომ ეს სიტყვები გაახმოვანოს; ზიზღი უშლის ხელს, კულტულა თუ რა, ნაღდად ვერ გამიგია. გუშინ კი, ცალსახა იყო, სიტყვა ,,თურქისგაჟღერებას ხელს მტრობა და ისტორია უშლიდა. ამ ორის გარდა მესამეც იყო-ეს შემდეგი აზრი გახლდათ; როგორ თუ მტერმა გვაჯობა, მათმა ხელოვნებამ საქართველოში შემოაღწია და ჩვვენი მოქალაქეების გულების დაპყრობაც შეძლო!? ეს ხომ წარმოუდგენელია!? მე კი უცებ, წარმოდგენის დამთავრებისას, ერთმა სურვილმა შემიპყრო-მომინდა ქვეყნებს საზღვრები არ გააჩნდეს, დედამიწა ერთიანი სხეული იყოს და ყველას შეგვეძლოს ერთმანეთის კულტურა, ერთმანეთის ცოდნა ურთერთს გავუზიაროთ, ურთიერთს გზა გავუნათოთ და მივეხმაროთ ცხოვრების შეცნობაში, აი ისე, როგორც მე და ჩემი და ან, რომელიმე სხვა ნათესავი, ერთმანეთს ვეხმარებით სხვადასხვა ცხოვრებისეულ პრობლემების დაძლევაში.
თეატრიდან რომ გამოვდიოდით კიბეებზე ამოსვლაში ორი კაცი მოგვეხმარა; ეტლს პირველმა თურქმა წაავლო ხელი, შემდეგ მას ჩემს აყვანაში ქართველიც წაეშველა (თუმცა რიგითობას რა მნიშვნელი აქვს, რა საჭიროა ყურადღების იმაზე გამახვილება ვინ იყო პირველი, ვინ-მეორე!?)
ქუჩაში რომ გამვედით ცხრა საათი იქნებოდა, თბილისი უკვე ღამის წიაღში იყო შეხვეული, მაგრამ ღამის სიბნელეს ლამპიონების ნათება აფთხობდა. სიბნელეს კი შეეგუებოდა კაცი, მაგრამ სიცივეს…? არადა ძალიან ციოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ სახლში ტაქსით წამოვსულიყავით. ტაქსის ასაყვანად თავისუფლების მოედანზე გამოვედით, მაგრამ რამოდენიმე თავისუფალმა ტაქსმა ჩაიარა და არც ერთმა არ გაგვიჩერა. ბოლოს ამის მიზეზს მივხვდით და ხერხი ვიხმარეთ; მე და დედა ხეს მოვეფარეთ, ქურდებივით დავიმალეთ, მძღოლებს ეტლი, (ჩემი ,,კაბა”) რომ არ დაენახათ და მამიდაჩემი და ჩემი და დარჩნენ გზის პირას.. ჩვენმა ხერხმა გაამართლა, პირველივე ტაქსმა გაუჩერა, მაგრამ რათ გინდა? მე რომ დამინახა, მოიმიზეზა, გაზი მიყენია და ,,მაგას” (ეტლზე მიუთითა) საბარგულში ვერ ჩავტევო, სალონი კიდე ტყავისა (მართლა ტყავის ჰქონდა.) მაქვს და ვერ გავსვრიო. კიდევ კარგი ღვთისნერი ადამიანი მალე გამოჩნდა და სახლამდე მოგვიყვანა.
აი, ასე გავიდა ზამთრის ერთი ცივ-თბილი დღე, რომელიც სხეულს მიყინავდა, სიცივე სულშიც აღწევდა, მაგრამ მაინც სიცივეს იქ დაბუდებული სითბო ჯაბნიდა და, საბოლოო ჯამში მათბობდა.
. . ჩვენს კიბეებზე რომ ამოვდიოდი, ვფქრობდი, სანამ ზამთარი არ გადავა თეატრში აღარ წავალ, მაგრამ დღეს უკვე მე და დედა ვარჩევდით ახლო მომავალში რომელი სპეტაკლი გვენახა.

Комментариев нет:

Отправить комментарий