пятница, 20 февраля 2015 г.

გარიყულობა. როგორ არ უნდა იყო გარიყული

ავტორი: დიანა ჯიშიაშვილი
ყოველ ადამიანში არსებობს ისეთი განცდა, როგორიც არის გარიყულობა. ჩვენ ვრიყავთ ვიღაცას ან ვიღაც გვრიყავს ჩვენ. თითქმის ყოველთვის ადამიანები უარყოფენ ერთმანეთს ძალდატანებით. მხედველობაში მაქვს წყენა, საკუთარ თავში ჩაკეტვა, გაქცევა სხვებისგან და გულჩათხრობილობა.

უპირველეს ყოვლისა, მინდა მივმართო ოფიციალურ ფსიქოლოგიურ ლექსიკონს და განვსაზღვრო ამ სიტყვის ზუსტი განმარტება:
გარიყულობაეს არის ფსიქოლოგიური სინდრომი, რომელიც ყალიბდება მოზარდობის ასაკში და ვლინდება საზოგადოების მიმართ მტრულ განწყობაში, საზოგადოებაში აღიარებული ნორმების მიმართ წინააღმდეგობაში, ურთიერთობის უხეშ დარღვევაში, როგორც უფროსების, ასევე თანატოლების მიმართ. ხშირად გარიყულობას საფუძვლად უდევს სოციალური დეზორიენტაცია. გარიყულობის განსაცდელში მყოფი მოზარდისთვის განვითარების პიროვნული მდგომარეობა განისაზღვრება საზოგადოებასთან დაპირისპირებულობით, რომელიც ყველა ყოფით სფეროს მოიცავს: ოჯახურს, სასკოლო-სასწავლოს, საკომუნიკაციოს. დაპირისპირებულობა ორმხრივად ხასიათდება. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით გარიყულობის მიერ სამყარო აღქმულია, როგორც უსამართლოდ მოწყობილი და ადამიანი ასრის განდევნილი საზოგადოებისგან. გარიყულობაფსიქოპატიზირებული ფსიქოლოგიური სინდრომი, რომელიც მნიშვნელოვნად არღვევს მოზარდის სოციალურ ადაპტაციას.“ .. ვენგერი.
ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებისთვის ეს პრობლემა პირველ ადგილზე დგას. ასეთ ადამიანებს მხოლოდ საზოგადოება კი არ აქცევს ზურგს, ისინი საკუთარ თავსაც რიყავენ. ეს ადამიანები არიან ჩაკეტილები და არავის არ უშვებენ საკუთარ სამყაროში. შედეგიასეთი ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე მარტონი რჩებიან.
რა ხდება ამ ადამიანების შიგნით? ისინი ფეხმოუცვლელად სხედან სახლებში და გამუდმებით ფიქრობენ, რომ ისინი არავის არ სჭირდება.
მე არავის არ ვჭირდები იმიტომ, რომ მე ისეთი არ ვარ, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი. მე უშნო ვარ, სულელი ვარ და საერთოდ, არავისთვის არ ვარ საინტერესო ან სარგებლის მომტანი.“ თუ კარგად გავარკვევთ, ასეთი აზრები მათ შიგნიდან ანადგურებენ. ეს არის ჩვეულებრივი სიბრალული საკუთარი თავის მიმართ, თვითსიბრალული, რომელიც გადაიზრდება ქრონიკულ გარიყულობაში. და გარეშე მყოფ ადამიანთა სიბრალული უფრო მეტ ეფექტს ჰმატებს ამ მდგომარეობას.

Комментариев нет:

Отправить комментарий