пятница, 20 февраля 2015 г.

პატარა მიმართვა მეგობრებს

ავტორი: მაკა ნათელაური 
მინდა რამდენიმე დღის წინალდელ მომხდარ ამბავს გამოვეხაურო (ვგულისხმობ პაატა ბურჭულაძის იუბილეზე მომხდარ ინციდენტს.) კარგად მესმის იქ მყოფი შშმ პირების გაბრაზების მიზეზი, ჩემთვის უკიდურესად ნაცნობი და ახლობელი თემაა არაადაპტირებული გარემო. სადაც კი მივდივარ, ყველგან კიბეები მხვდება, რის გამოც ხანდახან ისე ,,ვიგრუზებიხოლმე, ვფიქრობ, კაი ხანი გარეთ გამომსველი აღარ ვარ მეთქი, ნერვებს მიშლის კიბეები, ტროტუარზე შეყენებული მანქანები, ჯიპებით ჩაკეტილი პანდუსები
ამიტომ არ შემიძლია ორი სიტყვა არ ვთქვა პაატა ბურჭულაძის კონცერტზე მომხდარი ამბის შესახებ და არ დავაფიქსირო ჩემი აზრი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან, კარგად მესმის თქვენი და შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, ჩემო მეგობრებო, ჩემო ახლობელო ადმიანებო, ჩვენ ყველას (არ მიყვარს ამ ფრაზის ხმარება, მაგრამ ახლა უნდა ვიხმარო, სხვაგვარად სათქმელს ბოლომდე ვერ ვიტყვი.) ისეთი მძიმე ჯვარი გვადევს ზურგზე, რომ თუ ერთმანეთს არ მივეხმარეთ ამ ჯვრის ტარებაში, ისე არ გამოვა, ცხოვრებას აზრი დაეკარგება, ამიტომ ყველა ამ ჯვრის ქვეშ უნდა გავერთიანდეთ და ერთად მივიტანოთ გოლგოთამდე. აქედან გამომდინარე, ეს ჯვარი ერთმანეთან მჭრიდოდ გვაკავშირებს, გვაახლოვებს. უფრო მეტიც, ქუჩაში რომ მივდივარ და ეტლში მჯდომ ადამიანს მოვკრავ თვალს, უცნაური სიხარულის გრძნობა მიპყრობს. დაახლოვებით (იმ განცდის მსგავსი, რომელიც ადრე, რუსეთში ყოფნისას რომ მეუფლებოდა, როდესაც ვინმე ქართველს, ჩემს თანამემამულეს, რომ დავინახავდი ან სიტყვა ,,გამარჯობასრომ გავიგონებდი ხოლმე.) ჰოდა, როცა აპირებ შშმ პირი საზოგადოების მიმართ, რაღაცის გაპროტესტებას, უნდა გახსოვდეს, რომ იმ მომენტში შენ საკუთარი თავი მარტო შენ არ გეკუთნის, არამედ შენ გადიხარ შშმ პირების ჯგუფის სახით (და ამ ჯგუფს მიმატებული შშმ პირების ის მომავალი თაობა, რომელიც ჩვენს შემდეგ დაიბადება და მოუწევს საქართველოში ცხოვრება), ამიტომ დიდი სიფთხილე გვმართებს!
გვინდა თუ არა, სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვთქვათ, რომ შშმ პირებს ქართულ სზოგადოებაში ჯერ ფესვები არ აქვს გადგმული, ამიტომ არც ადგილი აქვს დამკვირდებული და როცა ადგილი არ გაქვს დამკვირდებული, ჩემი აზრით უნდა ეცადო საზოგადოებაში ადგილი მოიპოვო, ამას კი ვერ შეძლებ თუ საზოგადოებას უპირველეს ყოვლისა, შენი პრობლემები მოახვიე თავს და რამე ისეთი გააკეთე, რაც ხალხს არ მოსწონს და რაღაც მომენტში აღიზიანებს კიდეც.
პირადად მე ბატონ მერაბის ადგილზე, რომ ვყოფილიყავი, ასე მოვიქცეოდი; თუ დარბაზში ადგილს ვიპოვიდი და შევძლებდი კონცერტზე დასწრებას, დავრჩებოდი, დავესწრებოდი კონცერტს ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე, ბატონ პაატას არ ჩავუმწარებდი საიუბილეო განწყობას, კონცერტის დასრულების შემდეგ კი მივიდოდი ღონისძიების ორგანიზატორებთან და ყველაფერზე მათ მოვთხოვდი პასუხს, თუ ეს არ მოხერხებოდა, ტელევიზიით გამოვაცხადებდი (თუ არ ვცდები მერაბი რუვსთავი2-ზე გადაცემა ,,სხვა შუადღისერთერთი წამყვანია) აღნიშნულ პრობლემის შესახებ და თუ მოხერხებოდა მშვიდობიან აქციასაც ჩავუდგებოდი სათავეში, არაადაპტირებულ გარემოს უქონლობა რომ შემეხსენებინა საზოგადოებისთვის და ამასთანავე მთავრობისთვის.
. . ვიცი ახლა უმრავლეესობა ბავშვს და სუსტს მიწოდებს, შეიძლება აასეცაა, მაგრამ მე ასე ვფიქრობ, ასე ვაზროვნებ და ჩემი განწყობაც მომინდა თქვენთვისაც გამეზიარებინაბოდიშით სიტყვა ძალიან გამიგრძელდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий