пятница, 20 февраля 2015 г.

შეზღუდული გარემო

ავტორი : ციცი ბაღდავაძე
გადავწყვიტე კიდევ ერთი სტატიაც დამეწერამთავარ თემად რა თქმა უნდა ისევჩვენიშეზღუდული გარემოავირჩიე. ბევრი რამ შეიძლება მოვყვე და დავიწყებ იმით, რომ რამოდენიმე თვის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ გავბრაზდი პატრულისა და დაცვის თანამშრომლებზე.
რუსთაველზე, სადაც ფეხით მოსიარულისთვის გზის გადასაჭრელად მხოლოდ ერთი მიწისქვეშა გადასასვლელია, რა თქმა უნდა შშმ პირებისთვის შეუღწევადია, რთულია გადაადგილება. ამის გამო მანქანით წავსულვარ ძალიან ახლო მონაკვეთზეც კი და ერთი ასეთი შემთხვევის დროს, როდესაც დანიშნულების ადგილზე მივედი და მინდა მანქანიდან გადმოვიდე, პატრული არ გვაძლევს უფლებას რომ მანქანა ორი წუთით მაინც შევაჩეროთ. ჩემმა ბიძაშვილმა, რომელიც საჭესთან იჯდა, უთხრა: “გოგო ეტლით არის და აქ უნდა ჩამოვსვა.” პატრული ვერ მიხვდა რას ეუბნებოდა და უბრალოდ იყვირა: “მალე, მანქანას ნუ გააჩერებთ!” არადა, შუა ტრასაზე ვერ ჩამოვიდოდი და ვცადეთ მანქანა ბარდიურთან ახლოს მიგვეყვანა, როცა პატრულმა ისევ ყვირილი დაიწყო იგივე წინადადება გაუმეორეს და იმან კიდე შემოყვირადროზე ჩამოსვი მერე!” მოკლედ, ჩამოვედი და როცა დამინახა ცოტა არ იყოს შერცხვა ან შეიძლება დაიბნა, არ ვიცი, ვერ მივხვდი რისი მოლოდინი ჰქონდა და თითქოს თავისი საქციელის გამოსასწორებლად გვკითხა ქოლგა თუ გვქონდა, რადგან გარეთ წვიმდა. გზა განვაგრძეთ ბარდიურამდე, სადაც პანდუსი იყო და ჰოი საოცრებავ! იქ მანქანა დგას, სამთავრობო ნიშნებით! პატრულს რომ გავძახეთნეტა ასეთ დარღვევებს აგვარებდეთთქოხმა არ ამოუღია და ასე გაბრაზებულები შევედით შენობაში. ასეთი შემთხვევა კიდევ ბევრჯერ მქონია, როცა ვერ ხვდებიან რას ეუბნები. არ იციან ელემენტარული ტერმინები! როცაეტლსვახსენებთ ყველას გონია რომ ჩვილის ეტლს გულისხმობ და სანამ არ ეტყვიინვალიდიამანამ ვერ ხვდებიან რა გინდა.
სტატიის დასრულებას არ ვაპირებდი დღეს, მაგრამ ერთმა შემთხვევამ მაიძულა დამეწერა. გუშინ Facebook-ის რამოდენიმე გვერდზე გავრცელდა სურათი, როგორ დგას მანქანა იქ სადაც პანდუსია, რასაც მოყვა მთელი რიგი ლანძღვა-გინება თუ აღშფოთება, რაც მართალია გაბრაზებისგან მოგვდის, მაგრამ მაინც არასწორია. თუმცა, ლანძღვა-გინება თუ აღშფოთება, ჩემი აზრით, უფრო მოსალოდნელი რეაქციებია, ვიდრე ის რაც კიდევ წავიკითხე სურათის კომენტარებში. მაგალითად: “რა ქნას მძღოლმა თუ სხვა ადგილი არ არის?,” “სანამ პანდუსებს გააკეთებდნენ მანამდე როგორ ადიოდნენ ეტლით?” და .. ცოტა არ იყოს დავიბენი, ვერ მივხვდი გავბრაზებულიყავი თუ უბრალოდ კარგად გამეცინა. მხოლოდ, რამოდენიმე არგუმენტი მომივიდა თავში ამ კომენტარების პასუხად, რაც არ ვიცი რატომ და იქვე არ დავწერე. მოკლედ, პირადად მე ვთვლი, რომ მანქანის ყოლა ყველა ადამიანისთვის აუცილებელი არ არის. ასევე, მიმაჩნია, რომ თუ ადამიანების უმრავლესობას ადგილი არ ყოფნის მანქანის გასაჩერებლად, უნდა იყიდონ პატარა ზომის მანქანა, რომელიც ადვილად ჩაეტევა ნებისმიერ პარკინგზე და არ იყიდოს ტრაილერის ზომის ჯიპი. კიდევ, ისიც მინდა ვთქვა, რომ თუ დიდი ზომის მანქანა ჭირდებათ, კეთილი უნდა ინებონ და მანქანა იქ გააჩერონ სადაც პარკინგია და ფეხით გაიარონ დარჩენილი მანძილი. ასევე, გვაქვს გამოსავალი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა. ყველა ჩემი მეგობარი, ოჯახის წევრი თუ ნაცნობი იცავს ამ წესებს და სხვებს რატომ არ შეუძლიათ ვერ ვხვდები. რაც შეეხება პანდუსებს, თუ რას ვაკეთებდით ეტლით მოსარგებლე ადამიანები, მანამ სანამ არ იყო პანდუსები ბარდიურებზე? მე მინიმუმ 2 კაცის დახმარებით ავდიოდი ან უკეთესი, პირდაპირ ტრასას მივუყვებოდი დანიშნულების ადგილამდე და ეს დღესაც ასეა. მომავალშიც იყოს, თუ ამ აზროვნებით შორს წავალთ, მაგრამ ცუდი ის არის რომ მე მძღოლის პრეტენზიას ვითვალისწინებ ხოლმე: ჩიხში გზას ვუთმობ, გადასასვლელზე ველოდები, სივიწროვის დროს ვცდილობ კედელს გავედო და მანქანა არ გავკაწრო და თურმე სულ ტყუილად, შშმ პირები ადამიანებიც აღარ ვყოფილვართ, როგორც დავდიოდით ისე უნდა ვიაროთ, ვის რაში აინტერესებს პანდუსი რა არის. მთავარია კარგი მანქანა გვყავდეს და ხალხს შეშურდს!

Комментариев нет:

Отправить комментарий