მე J
ძალიან დიდი ხანია მინდა დავწერო ჩემი ცხოვრებიდან ის მომენტები, რომლის
წაკითხვაც გარკვეულ ადამიანებს დააფიქრებს საკუთარ საქციელზე და თუნდაც
მცირე გავლენას მოახდნს საშინელების ჩადენის თავიდან ასაცილებლად.
კერძოდ კი მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ-ერთ ქართულ ტრადიციაზე – მრავალთაობიანი ოჯახების თანაცხოვრებაზე.
დავიბადე და გავიზარდე ოჯახში, სადაც მე, ჩემი დედმამისშვილები და
მშობლები ვცხოვრობდით. ბებიებს (ორივე ბაბუა ომში დაღუპული დამხვდა როცა
დავიბადე) მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში ვმასპინძლობდით და დიდი
პატივისცემა და სიყვარული იყო ამ დღეებში ერთმანეთის მიმართ.
დადგა ჩემი გათხოვების დროც და აი, მოვიდნენ ოჯახში ხელის სათხოვნელად
ჩემი მომავალი მეუღლე და დედამთილ-მამათილი (რა თქმა უნდა ამას წინ
გარკვეული დრო უძღვოდა). ისაუბრეს მშობლებმა (მე და ჩემი მეუღლე ძალიან
მორიდებულად ვიჯექით სუფრასთან) და მამაჩემმა პირობა მიიღო რომ მისი
ქალიშვილის სამსახურს ხელს არ შეუშლიდნენ, პირიქით მხარს დაუჭერდნენ (ჩემ
მომავლი ოჯახის არც ერთ ქალბატონს არასოდეს უმუშავია, ამიტომ დასჭირდა
მამაჩემს მათგან ეს პირობა). მეორე მყარი პასუხი იყო ის, რომ ჩემი მომავალი
მული, უკვე გათხოვილი იყო, მას თავისი ოჯახი ჰქონდა და მხოლოდ სტუმარი
იქნებოდა ჩვენს ოჯახში.
დადგა ქორწილის დღეც, ძალიან ბევრი სტუმრები იყვნენ და ძალიან ლამაზი
პატარძალი ვიყავი J. წავედით საქორწილო მოგზაურობაშიც – დაგომისში.
გათხოვებიდან პირველი ორი თვე ძალიან ბედნიერი ვიყავი. ჩემი მული თავისი
ქმარ-შვილით ჩვენთან იყო, მეორეს ელოდებოდა და დედის მხარდაჭერდა
სჭირდებოდა. მოდიოდნენ სტუმრები, იშლებოდა სუფრები და მოკლედ ვბზრიალებდი
და ვტრიალებდი ოჯახში J. სტუმრები ხელებზე მკოცნიდნენ და ასე მეუბნებოდნენ –
“შენს გამზრდელს ვენაცვალე, ასეთი კარგი რომ გაგზარდაო”. ჩემი მამამთილი
სამსახურში არ წავიდოდა რომ არ ეკოცნა და მოვიდოდა თუ არა მე მკითხულობდა.
მე და ჩემი მეუღლეც ძალიან ბედნიერები ვიყავით, მაგრამ ეს დიდხანს არ
გაგრძელებულა. . . .
ოჯახში ჩემს მისვლამდე ჩემი მული იყო ქების ობიექტი, ნათესავებს თუ რამე
სარგებელის მიღება უნდოდათ ოჯახიდან, უნდა ექოთ ჩემი მული და დედამთილი
თან გადაყვებოდა. ამიტომ ჩემმა მულმა ჩემს მიმართ გამოჩენილი ყურადღება,
ჩემთვის მოტანილი საჩუქრები და საერთოდ ჩემი იქ ყოფნა ვეღარ აიტანა, ის
ყველასთვის შეუმჩნეველი გახდა და გადაირია. რა თქმა უნდა პირველ რიგში
დაიწყო დედამისთან ჩურჩულით საუბარი ჩემს ცუდ ქალობაზე, დედამთილმა კი
მამათილთან და ასე დაიწყო ჯოჯოხეთი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან წლებში.
ჩემი მული თავის სახლში აღარც კი აპირებდა წასვლას, სიძე კი თბილ კალთაში
მშვენივრად გრძნობდა თავს.
მე მალევე დავიწყე მუშაობა და ეს ცოტა განტვირთვას მაძლევდა, თუმცა
მიუხედავად მამაჩემისთვის მიცემული პირობისა, ამ მხრივ ძალიან
მავიწროვებდნენ და მაიძულებდნენ მთელი ოჯახისთვის სისუფთავის უზრუნველყოფას
დალაგება/დასუფთავებიდან დაწყებული, გარეცხვა/დაუთოვებით დასრულებული. მეც
თავჩაღუნული ვასრულებდი ყველაფერს და ვცდილობდი ზედმეტად არაფერი მეთქვა,
კონფლიქტი არ გამომეწვია – აბა ოჯახს ხომ არ დავანგრევდი? J
დაიბადა ჩემი მულის მეორე შვილიც, მერე მით უმეტეს როგორ წავიდოდა თავის სახლში, დედის მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებოდა.
ცოტა ხანში მეც შემეძინა ჩემი პირველი ქალიშვილი, რომელიც სამშობიარო
ტრამვით დაიბადა და აი მერე ხომ დაიწყო და დაიწყო ჩემი ცუდი ქალობა,
ყველაფერი ჩემი ბრალი იყო . . . .
გაგიკვირდათ ხომ ჩემი და ჩემი მეუღლის შესახებ რომ აქამდე არაფერი დავწერე?
ჩემი მეუღლე მთლიანად თავისი მშობლების გავლენის ქვეშ იყო, მას არ
შეეძლო დამოუკდებლად გადაეწყვიტა რა ეყიდა, როდის სად წასულიყო, ვისთან
ერთად წასულიყო სადმე და საერთოდ როდის დაეძინა და გაეღვიძა და ა. შ. თუმცა
ძალიან უყვარდი და მშობლების დაჟინებული უარყოფითი ჩაძახილების
მიუხედავად, ჩემს მიმართ სიყვარულს არ უნელდებოდა.
კიდევ 2 წელში მეორე ქალიშვილი შემეძინა. შესანიშნავი ბავშვი. თუმცა
ჩემთვის და ჩემი მეუღლისთვის პირველი შვილიც შესანიშნავი იყო. წამოიზარდნენ
შვილები, ჩემი მული კი ხან ცოტა ხნით გადადიოდა თავის სახლში და მერე ისევ
უკან ბრუნდებოდა. ჩემი მულის დედამთილ-მამათილი გაშორებულები იყვნენ და
ორივეს ჰქონდა ცალ-ცალკე ბინა. მათთან ცხოვრებას კი მული ვერ ეგუებოდა. არც
ჩემს მულს და არც მის მეუღლეს არასოდეს არ უმუშავიათ. ყოველთვიურად
პენსიის სახით უხდიდა ფულს ჩემი მეუღლე და მამთილი. ჩემი შვილები რომ
წამოიზარდნენ, ჩემმა მამათილმა თავისი ბიჭი (ჩემი მეუღლე) სამსახურის
გარეშე დატოვა (როგორც აღვნიშნე, ის წყვეტდა ყველაფერს), რადგან ბევრს
ახარჯებდა თავის ცოლ-შვილს. არ გვქონდა არც ბავშვის პამპერსის ფული და არც
ჩემს მეუღლეს სიგარეტის ფული. ამიტომ მე და ჩემმა მეუღლემ მოვილაპარაკეთ,
რომ ბავშვებს ბაღში წავიყვანდით და მე დავიწყებდი მუშაობას. ამას საშინელი
სკანდალი მოჰყვა. ჩემი მული მაგიდაზე მიბრახუნებდა მუშტებს და განწირული
ხმით კიოდა, რომ ამხელა ოჯახს მოვლა სჭირდება, მე შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე შვილი მყავს და სახლში უნდა ვიჯდე და მას მივხედო. მე მყარი პასუხი
მქონდა – ჩემი მეუღლე თანახმა იყო რომ მემუშავა. ამ დღის მერე ჩემი მული
აღარ მელაპარაკებოდა, თუმცა ჩვენთან აგრძელებდა მთელი ოჯახით ცხოვრებას.
რადგან მული არ მელაპარაკებოდა, შესაბამისად აღარც დედამთილი
მელაპარაკებოდა. გამოიძახეს ჩემი მშობლები და მათთან ერთად წამომიყენეს
ულტიმატუმი – ან ოჯახი! ან სამსახური!
მამაჩემი ჩემს მხარეს დადგა და მე ვუპასუხე – სამსახური! რა თქმა უნდა ამ ამბებში ჩემი მეუღლისთვის არაფერი არ უკითხავთ.
ამ საუბრის შემდეგ მე გავაგრძელე მუშაობა და ამავე დროს შევინარჩუნე
ოჯახიც, რადგან ჩემი მეუღლე ვერ აიძულეს გაგვშორებოდა და თან არ უნდოდათ
ქონების გაყოფა.
რა თქმა უნდა საზოგადოებაში ყველა ვცდილობდით გვეჩვენებინა რა მოსიყვარულე და ურთიერთპატივსაცემი ოჯახი ვიყავით J.
თუ გაინტერესებთ, კიდევ გავაგრძელებ . . . .
Комментариев нет:
Отправить комментарий