пятница, 27 марта 2015 г.

112 გხედავთ - SMS და ვიდეო ზარის სერვისი

დღეიდან ახალი სერვისი "112 გხედავთ" დაინერგასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტის SMS და ვიდეო ზარი 27 მარტიდან ხელმისაწვდომია მთელს საქართველოში, 24 საათის განმავლობაში.  სერვისი განკუთვნილია მხოლოდ ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის. სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია,  სარეგისტრაციო ფორმა 112-ის ვებ-გვერდზე www.112.ge. 
Для плохослышащих и глухих, предварительной регистрацией с марта 2015 г. на территории всей Грузии доступен, через SMS и видео звонок, вызов службы 112 - медицинской помощи, полиции или других неотложных сервис.
„112-ის ახალი მომსახურება, ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისათვის, შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და პირდაპირ პასუხობს, როგორც საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებს, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს“. "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გრძნობდნენ, რომ 112 არის მათ გვერდით და მათაც შეუძლიათ დაუკავშირდნენ პოლიციას, სასწრაფო და სამედიცინო დახმარების მანქანებს, მაშველებს, მეხანძრეებს",- აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოში გაეროს ელჩმა ნილს სკოტმა, თავის მხრივ აღნიშნა , რომ ის, თუ როგორ ეპყრობა საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობების პირებს, იმის მაჩვენებელია, თუ რა მდგომარეობაშია ადამიანის უფლებები საქართველოში.
  112-ის ინიციატივა ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. სერვისის შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ყრუთა კავშირი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კომპლექსური მომსახურება - SMS და ვიდეო ზარი, მხოლოდ სამ ევროპულ ქვეყანაშია დანერგილი: ჩეხეთის რესპუბლიკაში, საფრანგეთსა და მალტაში“, - განაცხადა 112-ის ხელმძღვანელმა, გიორგი ბიჭაშვილმა.

ვიდეო რგოლები და საინფორმაციო მასალები მარტსა და აპრილში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელდება. პრეზენტაციის დროს სერვისის მომხმარებელ ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დარეგისტრირებულიყვნენ 112-ის მონაცემთა ბაზაში და თავად შეემოწმებინათ ახალი მომსახურების გამართულობა.

ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში აქვთ შესაძლებლობა მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეო ზარის საშუალებით დამოუკიდებლად დაუკავშირდნენ 112-ს. გადაუდებელი დახმარების შესახებ შემოსული შეტყობინება სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას, საპატრულო პოლიციასა და სახანძრო/სამაშველო სამსახურს გადაეცემა. ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისგან შემოსულ შეტყობინებებს მიიღებენ ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორები.


Комментариев нет:

Отправить комментарий