пятница, 27 февраля 2015 г.

როცა შენ არ ჰგავხარ სხვებს

ფიზიკური პრობლემების მქონე მრავალ ადამიანს რცხვენია გარეთ გამოსვლის მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ისეთები არ არიან, როგორც სხვა ადამიანები. შესაძლოა ისინი სხვანაირად დადიან, ლაპარაკობენ ან სხვანაირად გამოიყურებიან, ვიდრე დანარჩენები.

მათ ეშინიათ ადამიანების მზერისა, სიტყვებისა და მოქცევისა. ასეთ ადამიანებს იშვიათად ეპატიჟებიან იქ, სადაც არიან ნორმალური ჯანმრთელობის მქონე ადამიანები, იმიტომ, რომ მათთან ერთად გამოჩენა ეუხერხულებათ. ისინი სხედან თავიანთ სახლებში და იტანჯებიან მარტოობისგან, ან პოულობენ მსგავს მდგომარეობაში მყოფებს და მათთან აქვთ ურთიერთობა.
ეს ყველაფერი უკავშირდება ადამიანურ სისუსტეს. ნორმალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უმრავლესობა არ არიან მზად გაიგონ და მიიღონ ასეთი ადამიანების „განსხვავებულობა“ მხოლოდ იმიტომ, რომ თავად არიან სუსტები, იტანჯებიან კომპლექსებით და დამოკიდებულები არიან სხვა ადამიანების შეხედულებებზე. ჯანმრთელ ადამიანებს არ უნდათ გააგებინონ მეგობრებს, რომ ჰყავთ ფიზიკური პრობლემების მქონე მეგობრები ან ნაცნობები. და თუ ბიჭს მოსწონს ფიზიკური პრობლემების მქონე გოგო, ეს საერთო საგანგაშოა ბიჭის ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის, ვისთან ურთიერთობაც უწევს ბიჭს. ეს ძალიან დიდი შეცდომაა ბევრი „ნორმალური“ ადამიანისა. რატომ?.
პირველი, - ყოველი ადამიანი უნიკალურია, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას გააჩნია ფიზიკური პრობლემები. ასეთი ადამიანი ცხოვრობს და იბრძვის არსებობისთვის ორჯერ და სამჯერ უფრო მეტად, ვიდრე ნორმალური ჯანმრთელობის მქონე ადამიანი. ასეთი ადამიანი იმსახურებს დაფასებას და პატივისცემას სხვა ადამიანებისგან და ჩვენი საზოგადოებისგან.
მეორე, - ნებისმიერი სახის შევიწროება ან რიდი არის პიროვნების დამამცირებელი. სხვა სიტყვებით, ადამიანები არამარტო საკუთარ თავს ამცირებენ, არამედ სხვა ადამიანებსაც. თუკი ყველა ადამიანი უნიკაურია, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიყოთ დაკავებული საკუთარი თავის დამცირებით, და მით უმეტეს სხვა ადამიანების დამცირებით, მათი ფიზიკური არაჩვეული მდგომარეობის გამო.
ფუზიკური ნაკლის მქონე ადამიანებს შორის ძალიან ბევრია ნიჭიერი, არიან ჭკვიანები და დაბრძენებულები, ასაკის მიუხედავად. ნორმალური ადამიანები მათ უნდა ეკიდებოდნენ თანასწორად. ეს ადამიანები ძალიან გახსნილები არიან ურთიერთობისთვის. მათ აქვთ უნარი განსაკუთრებულად უყვარდეთ და გაუგონ სხვა ადამიანებს. 

www.abcwoman.com

1 комментарий:

  1. Подписываюсь под каждым словом данной статьи. Спасибо вам!!! Вы даже не представляете как важно знать, что есть такие люди, как вы.

    ОтветитьУдалить