
რომ თუ საზოგადოება განთავისუფლდება სტერეოტიპებისაგან, არაადაპტირებულ გარემოსაც მოევლება.
ამ შეგრძნებას ის გარემოება განაპირობებს,
რომ ყურადღების ცენტრში ვხვდები, გარშემომყოფებს ჩემი ყოველი ქმედება
უკვირთ. მაგალითად, უკვირთ მე მათსავით რომ ვესაუბრები ჩემ თანმხლებ პირს,
ან თუნდაც რაღაცაზე ვიცინი. უკვირთ, რომ მეც მათსავით მინდა სხვადასხვა
კულტურულ ღონისიებებზე დასწრება, რომ მეც მათნაირი მოთხოვნილებები მაქვს…
ერთი ინციდენტი მახსენდება; რამდენიმე თვის წინ პატარა ნათესავი შემეძინა
და სამშობიაროში მის სანახავად მივედი. თვალებზე ტუში მესვა, გარშემო
მყოფთა ყურადღება ჩემმა მაკიაჟმა მიპყრო და ერთი მეკითხება; ,,უი, თვალები
შენ თვითონ მოიხატე?” ზუსტად ისე, როგორც 5-6 წლის ბავშვს, რომელმაც დედის
პარფიუმერია ჩუმად გაქურდა. ეს ალბათ საყურადღებოდაც არ ღირდა, მაგრამ ამ
ინციდენტის შემდეგ ყოველგვარი მაკიჟის გაკეთების სურვილი დამეკარგა.
მაკა ნათელაური
სხვათაშორის იმ დღეს, რომ ვსეირნობდი
სილამაზის სალონებს ვაკვირდებოდი და არც ერთი მათგანი არ იყო ადაპტირებული,
ანუ გამოდის, რომ ის შშმ პირებს არ გვჭირდება. არადა, ზოგჯერ წამომივლის
სურვილი, რომ სხვა 25 წლის გოგონების მსგავსად, მეც ვიზრუნო ჩემს
გარეგნობაზე.
ქართულ მხატვრულ ფილმში ,,მზე შემოდგომისა”
ერთ-ერთი მთავარი გმირი ამბობს, რომ 8 მარტი, ქალთა დღე არ უნდა
არსებობდეს, ვინაიდან ყველა დღე ქალის უნდა იყოს… მე კი ვფიქრობ, ისედაც
რთული ცხოვრება კიდევ უფრო არ უნდა გავართულოთ, არამედ უნდა ვეცადოთ, რომ
ეს შავ-თეთრი სამყარო გავაფერადოთ, ჩემი აზრით, დღესასწაულები ზუსტად
ამიტომაა მოგონილი და რვა მარტი ერთ-ერთი მათგანია. რვა მარტის დღესასწაული
რუსი ქალის მიერ არის დაარსებული და ამიტომ ბევრი ამ დღეს არ სცემს
პატივს. უნდა ითქვას, რომ რუს ნაციას ბევრი უარყოფითი თვისება აქვს, მაგრამ
რა მოხდება თუ რუსეთისგან მხოლოდ იმას გადმოვიღებთ, რაც კარგი აქვთ?!
ასე რომ, ქალბატონებო, გილოცავთ რვა
მარტს-გილოცავთ იმას რომ ქვეყანას ქალად მოევლინეთ, იმას რომ დედა ხართ (ან
გახდებით) გილოცავთ, რომ თქვენ ვიღაცას სიცოცხლე აჩუქეთ, ვიღაცა ქვეყანას
მოავლინეთ და ახლა ,,დედას” გეძახით.
კიდევ იმას გილოცავთ, რომ თქვენ “სუსტი
სქესის” წარმომადგენელი ბრძანდებით და თქვენზე ამბობენ, ,,რა ლამაზია!” არ
მინდა ცალკე გამოვყო შშმ პირი ქალები, თუმცაღა მსურს მათაც მივულოცო რვა
მარტი და გაძლიერება ვუსურვო იმიტომ, რომ მათი ყოველი დღე გარკვეული
ბარიერებითაა სავსე, ამიტომ მათ ბრძოლისუნარიანობა ორმაგად სჭირდებათ.
ამასთანავე ვუსურვებ, რომ მიუხედავად ტკივილისა, ბევრი ცრემლისა,
მიუხედავად არაადაპტირებული გარემოსი, მაინც არ დანებდნენ და ცხოვრების
სიყვარული არ დაეკარგოთ, ვინაიდან რაც არ უნდა იყოს, ცხოვრება მაინც
მშვენიერია!
Комментариев нет:
Отправить комментарий