თარიღი: 27 ნოემბერი, 2011
ვის ენიშნება სახელმწიფო პენსია შეზღუდული შესაძლებლობის (ინვალიდობის) გამო?
პენსია შეზღუდული შესაძლებლობის (ინვალიდობის) გამო ენიშნება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი:
·
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს (I ჯგუფი);
·
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს (II ჯგუფი);
·
ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ომის ვეტერანებს (III ჯგუფი);
·
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს.
როგორ უნდა დაინიშნოთ სახელმწიფო პენსია შეზღუდული შესაძლებლობის (ინვალიდობის) გამო?
პენსიის დანიშვნა შესაძლებელია სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებაში, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, სადაც უნდა წარადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილების უფროსის სახელზე;
- პირადობის მოწმობა, ასლთან ერთად;
- სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი;
- საჭიროების შემთხვევაში, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვის/მზრუნველის პირადობის მოწმობა, ასლთან ერთად;
- მეურვეობა/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ინვალიდი ბავშვის შემთხვევაში - ბავშვის დაბადების მოწმობა, ასლთან ერთად.

თუ ხართ ომის და სამხედრო ძალების ვეტერანი და მათთან გათანაბრებული პირი, შეზღუდული შესაძლებლობის (ინვალიდობის) გამო სახელმწიფო პენსიის დასანიშნად დაგჭირდებათ:
- განცხადება (სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონული განყოფილების უფროსის სახელზე);
- პირადობის მოწმობა, ასლთან ერთად;
- სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი, სადაც მითითებული იქნება შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზობრივი კავშირი ომთან;
- ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მიერ გაცემული ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვეტერანის პლასტიკური ბარათი).
რა ვადაა საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის (ინვალიდობის) გამო სახელმწიფო პენსიის დასანიშნად?

განცხადება (საჭირო დოკუმენტებთან ერთად) შეზღუდული შესაძლებლობის (ინვალიდობის) გამო სახელმწიფო პენსიის დანიშვნის თაობაზე განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენიდან არა უგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში და ანაზღაურდება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარმოდგენის დღიდან.
რა თანხას შეადგენს შეზღუდული შესაძლებლობის (ინვალიდობის) გამო სახელმწიფო პენსია?
ა) ჩვეულებრივ პირობებში (საერთო დაავადებით):
- I ჯგუფის ინვალიდებისთვის –100 ლარი;
- II ჯგუფის ინვალიდებისთვის – 70,00 ლარი.
- I ჯგუფის ინვალიდებისთვის –100 ლარი;
- II ჯგუფის ინვალიდებისთვის – 70,00 ლარი.
ბ) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების მონაწილეებისათვის, საერთო დაავადებით:
- I ჯგუფის ინვალიდებისთვის -100 ლარი;
- II და III ჯგუფის ინვალიდებისთვის – 70,00 ლარი.
- II და III ჯგუფის ინვალიდებისთვის – 70,00 ლარი.
გ) მეორე მსოფლიო ომის, ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს დაინვალიდებულთათვის:
- I ან II ჯგუფების ინვალიდებისთვის - 129,00 ლარი.
- III ჯგუფის ინვალიდებისთვის - 80,00 ლარი.
- III ჯგუფის ინვალიდებისთვის - 80,00 ლარი.
დ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების დროს დაინვალიდებულთათვის:
- I და II ჯგუფის ინვალიდებისთვის - 84,00 ლარი.
- III ჯგუფის ინვალიდებისათვის - 70,00 ლარი.
- III ჯგუფის ინვალიდებისათვის - 70,00 ლარი.
გამარჯობათ
ОтветитьУдалитьЭтот комментарий был удален автором.
ОтветитьУдалить